ქალაქი თბილისი , ქუჩა შატბერაშვილი , N 6 / ქალაქი თბილისი , შატბერაშვილის ქ. N6-ის მიმდ (01.14.11.060.024-ის მიმდ)
Applicant
- Name
- მიხეილ კუჭავა
- Developer (company ID)
- 404989973
Parcel
- Cadastral code
- 01.14.11.060.073
- Owner
- ნინო გელაშვილი (P/N: *********19)
- Area
- 632 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.11.060.073Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1458213
- Status
- Approved
- Registered
- 4 January 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 January 2017City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 ნოემბრის #2948972 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 04 იანვარს #AR1458213 განცხადებით მომართეს მიხეილ კუჭავამ, მანანა მერკვილაძემ, ნინო გელაშვილმა და თამარი ყაჭეიშვილმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2016 წლის 16 ნოემბრის #2948972 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 ნოემბრის #2948972 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა შატბერაშვილი, #6 / ქალაქი თბილისი, შატბერაშვილის ქ. #6-ის მიმდ. (#01.14.11.060.024-ის მიმდ.), საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.14.11.060.073), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 ნოემბრის #2948972 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს MK Development. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882016794363, მომზადების თარიღი: 17/11/2016 წ., ს/კ: #01.14.11.060.073) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს MK Development. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B16056027; მომზადების თარიღი: 30/03/2016 წ.; ს/კ: #404989973) თანახმად, შპს MK Development-ის დირექტორს წარმოადგენს მიხეილ კუჭავა. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 1972.00 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდა 1969.91 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 404.78 კვ.მ-ის ნაცვლად 376.26 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 459.96 კვ.მ-ის ნაცვლად 650.52 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობად 3037.62 კვ.მ-ის ნაცვლად 3197.57 კვ.მ.. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 ნოემბრის #2948972 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 ნოემბრის #2948972 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1972.00 კვ.მ., საზაფხულო ფართობად – 404.78 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 459.96 კვ.მ., საერთო ფართობად – 3037.62 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 ნოემბრის #2948972 ბრძანების სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 ნოემბრის #2948972 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal