ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N005/056) / ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N 005/055) / ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვ. 05/044)
Decision
- Decision number
- 2964115
- Decision date
- 25 November 2016
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი სუთიძე
- Developer (company ID)
- 400115870
Parcel
- Cadastral code
- 01.12.01.005.100
- Owner
- შპს "კოლხეთი გრუპი" (400115870)
- Area
- 3,199 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.01.005.100Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1458867
- Status
- Approved
- Registered
- 24 November 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 November 2016City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 24 ნოემბერს №AR1458867 განცხადებით მომართა ირაკლი სუთიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ნაძალადევი, გურამიშვილის გამზირი №64, (ნაკვ. №005/056), / გურამიშვილის გამზირი №64, (ნაკვ. №005/055) / გურამიშვილის გამზირი №64, (ნაკვ. №05/044), შპს „კოლხეთი გრუპის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით. სამსახურის 2014 წლის 07 ნოემბრის №1584184 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანებაში, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „კოლხეთი გრუპი“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: №882016756236, მომზადების თარიღი: 07/11/2016 წ., ს/კ: №01.12.01.005.100) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „კოლხეთი გრუპი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: №B14042664; მომზადების თარიღი: 17/04/2014 წ.; ს/კ: 400115870) თანახმად, შპს „კოლხეთი გრუპის“ დირექტორს წარმოადგენს ირაკლი სუთიძე. განმცხადებლის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, კომერციულ ფართობად 2901.0 კვ.მ–ის ნაცვლად 2849.3 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 3955.3 კვ.მ–ის ნაცვლად 3920.7 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 23746.9 კვ.მ–ის ნაცვლად 23660.6 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანებაში, კერძოდ: კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს 2849.3 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 3920.7 კვ.მ., საერთო ფართობად - 23660.6 კვ.მ.; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანებით შეთანხმებული ყველა გეგმა ჩანაცვლდეს 2016 წლის 24 ნოემბრის №AR1458867 განცხადებით წარმოდგენილი ყველა გეგმით; 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანებასთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 November 2016Decision2964115 - Granted
- 24 November 2016Files uploaded
Documents
Other files1
- koreqtirebuli gegmebi.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal