ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი, მიკრო/რაიონი I და ფარნავაზ მეფის გამზირს შორის , (ნაკვეთი 09/033)
Decision
- Decision number
- 3001138
- Decision date
- 20 December 2016
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ჯამათა ჩარკვიანი
- Organization
- 14264
- Developer (company ID)
- 404983791
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.009.044
- Owner
- მოჰამმად შამსზადე (P/N: I 25800298)
- Area
- 1,500 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.06.009.044Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1462627
- Status
- Approved
- Registered
- 8 December 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 12 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 December 2016City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 ოქტომბრის #2910715 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 08 დეკემბერს #AR1462627 განცხადებით მომართა ჯამათა ჩარკვიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 26 ოქტომბრის #2910715 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 ოქტომბრის #2910715 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, დიდი დიღომი, მიკრო/რაიონი I და ფარნავაზ მეფის გამზირს შორის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.10.06.009.044) მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის #2946032 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის #2946032 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „აკა“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882016840755, მომზადების თარიღი: 06/12/2016 წ., ს/კ: #01.10.06.009.044) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „აკა“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B15235287; მომზადების თარიღი: 08/12/2015 წ.; ს/კ: #404983791) თანახმად, შპს „აკა“-ს დირექტორს წარმოადგენს ჯამათა ჩარკვიანი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 ოქტომბრის #2910715 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 996.0 კვ.მ–ის ნაცვლად 963.6 კვ.მ-ის, გამორჩენილ დამხმარე ფართობად - 33.6 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 7898.6 კვ.მ–ის ნაცვლად 7899.8 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 ოქტომბრის #2910715 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 ოქტომბრის #2910715 ბრძანებაში, კერძოდ: კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდეს 963.6 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 33.6 კვ.მ., საერთო ფართობად - 7899.8 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 ოქტომბრის #2910715 ბრძანებით შეთანხმებული +3.50, +6.80, +10.10, +13.40, +16.70, +20.00, +23.30, +26.60, +29.90, +33.20, +36.50 ნიშნულებზე მდებარე გეგმები ჩანაცვლდეს 2016 წლის 08 დეკემბრის #AR1462627 განცხადების შეტყობინებით წარმოდგენილი -+3.50, +6.80, +10.10, +13.40, +16.70, +20.00, +23.30, +26.60, +29.90, +33.20, +36.50 ნიშნულებზე მდებარე გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 ოქტომბრის #2910715 ბრძანების სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 ოქტომბრის #2910715 ბრძანებასთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 20 December 2016Decision3001138 - Granted
- 8 December 2016Files uploaded
Documents
Other files1
- Binder1GEGMEBI-teqnik. machven..pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal