ქალაქი თბილისი , ქუჩა ნუცუბიძე , N 129
Decision
- Decision number
- 3035987
- Decision date
- 13 January 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ეკა ედიშერაშვილი
- Developer (company ID)
- 404464030
Parcel
- Cadastral code
- 01.14.02.025.128
- Owner
- შპს "ველაჯიო" (204469413)
- Area
- 2,950 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.02.025.128Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1462803
- Status
- Approved
- Registered
- 9 December 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 15 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 January 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 აგვისტოს #1439415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 09 დეკემბერს #AR1462803 განცხადებით მომართეს ეკა ედიშერაშვილმა და გრიგოლ მორჩილაძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2014 წლის 18 აგვისტოს #1439415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 აგვისტოს #1439415 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ქუჩა ნუცუბიძე #129, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.14.02.025.128), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 აგვისტოდან 2017 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 01 მარტის #2459929 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 26 თებერვლის #ბ-53889/12 ბრძანებაში დაფიქსირებული დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა. ხოლო, სამსახურის 2016 წლის 24 აგვისტოს #2781999 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2014 წლის 18 აგვისტოს #1439415 ბრძანებაში ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 აგვისტოს #1439415 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „ეკომეტრი“ (ძველი საფირმო სახელწოდება შპს „სი თი“). საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882015373703, მომზადების თარიღი: 16/07/2015 წ., ს/კ: #01.14.02.025.128) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ეკომეტრი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B16031275; მომზადების თარიღი: 02/03/2016 წ.; ს/კ: #404464030) თანახმად, შპს „ეკომეტრი“-ს დირექტორს წარმოადგენს გრიგოლ მორჩილაძე. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 აგვისტოს #1439415 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 10425.73 კვ.მ–ის ნაცვლად 10193.39 კვ.მ–ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2229.34 კვ.მ–ის ნაცვლად 2461.68 კვ.მ–ის, ავტოსადგომის ფართობად 5737.39 კვ.მ–ის ნაცვლად 5690.39 კვ.მ–ის, ხოლო, საერთო ფართობად 21105.37 კვ.მ–ის ნაცვლად 21058.37 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 აგვისტოს #1439415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 აგვისტოს #1439415 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს - 10193.39 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 2461.68 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 5690.39 კვ.მ., საერთო ფართობად 21058.37 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 აგვისტოს #1439415 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2016 წლის 09 დეკემბრის #AR1462803 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 აგვისტოს #1439415 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 January 2017Decision3035987 - Granted
- 29 December 2016City answer
- 29 December 2016Files uploaded
- 21 December 2016City answer
- 21 December 2016Files uploaded
- 16 December 2016Deadline extendedby 5 days, new deadline: 26 December 2016
- 9 December 2016Files uploaded
- 9 December 2016Files uploaded
Documents
Other files4
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal