OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N005/056) / ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N 005/055) / ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვ. 05/044)

AR1464333Construction permitOther use21 December 2016
Sign in to follow

Decision

Decision number
3011740
Decision date
29 December 2016
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი სუთიძე
Developer (company ID)
400115870

Parcel

Cadastral code
01.12.01.005.100
Owner
შპს "კოლხეთი გრუპი" (400115870)
Area
3,199 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1464333
Status
Approved
Registered
21 December 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 December 2016City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 21 დეკემბერს #AR146433 განცხადებით მომართა ირაკლი სუთიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ნაძალადევი, გურამიშვილის გამზირი #64, (ნაკვ #005/056), / გურამიშვილის გამზირი #64, (ნაკვ #005/055) / გურამიშვილის გამზირი #64, (ნაკვ #05/044), შპს „კოლხეთი გრუპის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით. სამსახურის 2014 წლის 07 ნოემბრის №1584184 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანებაში, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში. სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №2964115 და 2016 წლის 6 დეკემბრის №2981714 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომები 2014 წლის 27 ოქტომბრის №1560822 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „კოლხეთი გრუპი“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882016756236, მომზადების თარიღი: 07/11/2016 წ., ს/კ: #01.12.01.005.100) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს კოლხეთი გრუპი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B14042664; მომზადების თარიღი: 17/04/2014 წ.; ს/კ: #400115870) თანახმად, შპს „კოლხეთი გრუპის“ დირექტორს წარმოადგენს ირაკლი სუთიძე. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. კერძოდ, ითხოვს საზაფხულო ფართობად 3880.4 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 10266.2 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 2857.1 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 3920.7 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 2250.5 კვ.მ.-ის და საერთო ფართობად 23174.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 10266.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 3880.4 კვ.მ., კომერციულ ფართობად 2857.1 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 3920.7 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 2250.5 კვ.მ. და საერთო ფართობად 23174.9 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანების სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 29 December 2016Decision3011740 - Granted
  3. 20 December 2016Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal