ქალაქი თბილისი , გლდანი V მ/რ
Decision
- Decision number
- 3017442
- Decision date
- 6 January 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- რევაზ ნოდია
- Developer (company ID)
- 405158519
Parcel
- Cadastral code
- 01.11.09.004.017
- Owner
- ნინო თევდორაშვილი (P/N: *********20)
- Area
- 584 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.09.004.017Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1466167
- Status
- Approved
- Registered
- 23 December 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 14 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 6 January 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 იანვრის №2397579 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 23 დეკემბრის №AR1466167 განაცხადით მომართა რევაზ ნოდიამ თანაგანმცხადებელ ლერი გვენეტაძესთან და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 27 იანვრის №2397579 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 27 იანვრის №2397579 ბრძანებით და დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ქალაქი თბილისში, გლდანის V მ/რ-ში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (ს/კ: №01.11.09.004.017). ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, სამსახურის 2016 წლის 10 ივნისის №2641608 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა სამსახურის 2016 წლის 22 ოქტომბრის № 2930019 ბრძანებით. ქალაქი თბილისში, გლდანის V მ/რ-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №01.11.09.004.017) მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად (ამონაწერი საჯარო რესსტრიდან, განცხადების რეგისტრაცია №882016721106, მომზადების თარიღი: 25/10/2016 11:45:47), წარმოადგენს შპს „ნოლა 16“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B16101375, 14/07/2016 11:07:37 თანახმად), შპს „ნოლა 16-ის“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი ლერი გვენეტაძე. დღეისათვის, წარმოდგენილი განაცხადით, ლერი გვენეტაძე ითხოვს სამსახურის 2016 წლის 27 იანვრის №2397579 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან, აღარ გააჩნია აღნიშნული ბრძანებით შეთანმებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს რევაზ ნოდიასა და თანაგანმცხადებელ, შპს „ნოლა 16-ის“ დირექტორის, ლერი გვენეტაძეს 2016 წლის 23 დეკემბრის №AR1466167 განაცხადი; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 იანვრის №2397579 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 6 January 2017Decision3017442 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal