OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი

AR1467289Construction permitOther use28 December 2016- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
3028652
Decision date
17 January 2017
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ჯანსუღ ვაშაყმაძე
Developer (company ID)
405106503

Parcel

Cadastral code
01.72.14.038.424
Owner
ჯანსუღ ვაშაყმაძე (P/N: *********62)
Area
3,512 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1467289
Status
Approved
Registered
28 December 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
20 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 17 January 2017Decision3028652 - Granted
  2. 17 January 2017City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27/09/2016 წლის №2859455 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 28/12/2016 წლის №AR1467289 განაცხადით მომართა ჯანსუღ ვაშაყმაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 27/09/2016 წლის №2859455 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 27/09/2016 წლის №2859455 ბრძანებით ქ. თბილისში, სოფელი დიღომში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.72.14.038.424) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 27/09/2016 წლიდან 27/09/2018 წლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, 27/09/2016 წლის №2859455 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელი ფართობი ნაცვლად 1351.0 კვ.მ-ისა უნდა იყოს 1353,4 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობი - 2085.1 კვ.მ წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია სამსახურის 27/09/2016 წლის №2859455 ბრძანებაში აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება და წარმოდგენილია გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27/09/2016 წლის №2859455 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:1353,4, საერთო ფართობი (კვ.მ).:2085.1; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27/09/2016 წლის №2859455 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27/09/2016 წლის №2859455 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal