OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ქუჩა გრიგოლ ლორთქიფანიძე , N 19ა

AR1468241Construction permitOther use3 January 2017
Sign in to follow

Decision

Decision number
3033416
Decision date
10 January 2017
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვლადიმერ დემეტრაძე
Developer (company ID)
201949767

Parcel

Cadastral code
01.19.34.002.010
Owner
შპს "ყავის სახლი-ქენინგჰოლი" (201949767)
Area
3,531 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1468241
Status
Rejected
Registered
3 January 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 January 2017City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13/05/2016 წლის №2592516 ბრძანებაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა 03/01/2017 წლის თქვენი №AR1468241 განცხადება ამავე სამსახურის 13/05/2016 წლის №2592516 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 13/05/2016 წლის №2592516 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი–სამგორი, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფ. კაიროს) ქ. №19ა–ში, შპს „ყავის სახლი–ქენინგჰოლის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №01.19.34.002.010) შეთანხმდა სავაჭრო ობიექტი – მაღაზიის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 14 მაისიდან 2016 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით. ამავე სამსახურის 24/11/2016 წლის №2962205 გადაწყვეტილებით სამსახურმა დაადასტურა ქ. თბილისში, სექტორი-სამგორი, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფ. კაიროს) ქ. №19ა-ში, შპს „ყავის სახლი-ქენინგჰოლის" კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №01.19.34.002.010) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (სავაჭრო ობიექტის- მაღაზიის) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №ბ-3264691/07 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქმშენებლობით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათ დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. სამსახურის 24/11/2016 წლის №2962205 გადაწყვეტილებით განხორციელებული წერილობითი დადასტურება განიხილება პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე არქიტექტურის სამსახურის 14/05/2016 წლის №2592516 ბრძანებასთან ერთად და წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის განუყოფელ ნაწილს. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია 13/05/2016 წლის №2592516 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანა, კერძოდ: განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: 106.5, საერთო ფართობი (კვ.მ).:94.9, კომერციული ფართობი (კვ.მ).:40.7, დამხმარე ფართობი (კვ.მ).:54.2, სამშენებლო მოცულობა (კუბ.მ).:316.8, 0.00 ნიშნულს ზევით (მ).:316.8, 0.00 ნიშნულს ქვევით (მ).:0.0; საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სამსახურის მიერ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ განმცხადებელთა მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები არ შეესაბამება 13/05/2016 წლის №2592516 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13/05/2016 წლის №2592516 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აქვე განგიმარტავთ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 10 January 2017Decision3033416 - Refused
  3. 3 January 2017Files uploaded

Documents

Other files1

  • ganaSenianebis farTobi 106 brdz. cvlileba.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal