OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ალექსიძე , N 1 , (ნაკვ. 038/011)

AR1468549Construction permitOther use4 January 2017- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
3040396
Decision date
11 January 2017
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ქეთევან ქურდიანი
Developer (company ID)
406104923

Parcel

Cadastral code
01.10.13.038.011
Owner
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია" (405007200)
Area
954 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1468549
Status
Approved
Registered
4 January 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 January 2017City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 01/12/2016 წლის №2974422 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 04/01/2017 წლის №AR1468549 განაცხადით მომართა ქეთევან ქურდიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 01/12/2016 წლის №2974422 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 01/12/2016 წლის №2974422 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, ალექსიძის ქუჩა №1–ში, (ნაკვ. №038/011), შპს „ჯი დი გრუპის" კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი: №01.10.13.038.011) შეთანხმდა მრავალფუნქციური დანიშნულების შენობის (საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, 01/12/2016 წლის №2974422 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: ავტოფარეხის ფართობი ნაცვლად 1076,1 კვ.მ-ისა შეადგენს 1067,4 კვ.მ-ს, საზაფხულო ფართობი ნაცვლად 691,2 კვ.მ-ისა - 698,8 კვ.მ-ს, საცხოვრებელი ფართობი ნაცვლად 2389,8 კვ.მ-ისა - 2390 კვ.მ-ს, კომერციული ფართობი ნაცვლად 385,7 კვ.მ-ისა - 384,9კვ.მ-ს, საოფისე ფართობი ნაცვლად 803,4 კვ.მ-ისა - 803,9 კვ.მ-ს, საერთო ფართობი ნაცვლად 6067,9 კვ.მ-ისა - 6066,7 კვ.მ-ს. სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს და მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 01/12/2016 წლის №2974422 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: ავტოფარეხის ფართობი (კვ.მ).:1067,4, საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 698,8, საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).: 2390, კომერციული ფართობი (კვ.მ).:384,9, საოფისე ფართობი (კვ.მ).: 803,9, საერთო ფართობი (კვ.მ).: 6066,7; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 01/12/2016 წლის №2974422 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 01/12/2016 წლის №2974422 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 11 January 2017Decision3040396 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal