OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ხეივანი დავით აღმაშენებელი , N 6

AR1468564Construction permitOther use5 January 2017- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
3039073
Decision date
10 January 2017
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თამაზ ფიროსმანაშვილი
Developer (company ID)
400019494

Parcel

Cadastral code
01.72.14.032.854
Owner
შპს MAGNIUM+ (400019494)
Area
3,002 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1468564
Status
Approved
Registered
5 January 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
5 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 January 2017Decision3039073 - Granted
  2. 10 January 2017City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 08 დეკემბრის №2988941 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 05 იანვრის №AR1468564 განცხადებით მომართა თამაზ ფიროსმანაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 08 დეკემბრის №2988941 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2012 წლის 31 აგვისტოს №331989 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, დავით აღმაშენებელის ხეივანი №6-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.032.543) ავტოსერვისის აშენების მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2016 წლის 08 დეკემბრის №2988941 ბრძანებით დაკმაყოფილდა თამაზ ფიროსმანაშვილის 2016 წლის 21 ნოემბრის №AR1450199 განაცხადი და შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 31 აგვისტოს №331989 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ, საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა: ავტოსერვისი, საოფისე შენობა და სასაწყობე შენობა–ნაგებობა, მშენებლობის სახეობად დაფიქსირდა: ახალი მშენებლობა და რეკონსტრუქცია, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებს დაემატა ფუნქციურ ზონებს შორის დანართი და ჩანაწერი: დაცული იქნას ფუნქციურ ზონებს შორის საზღვარი. თუმცა, აქტში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის ცვლილება მშენებლობის სახეობასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 08 დეკემბრის №2988941 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პრიმა პუნქტი: „1’. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 31.08.2012 წ. #331989 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში, კერძოდ მშენებლობის სახეობად დაფიქსირდეს: ახალი მშენებლობა და რეკონსტრუქცია“. სამსახურის 2016 წლის 08 დეკემბრის №2988941 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 08 დეკემბრის №2988941 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal