OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა შეშელიძე , N 3 , (ფეიქრების ქ. N14)

AR1473730Construction permitOther use26 January 2017
Sign in to follow

Decision

Decision number
3069026
Decision date
3 February 2017
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ბაგრატ პაკელიანი
Developer (company ID)
432544874

Parcel

Cadastral code
01.11.19.002.006
Owner
სახელმწიფო
Area
700 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1473730
Status
Not reviewed
Registered
26 January 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 3 February 2017City answer

    თქვენი AR1473730 26.01.2016 წ. განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილებას, გაცნობებთ, თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით დადგენილია №3003994 19.12.2016 წ. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2(სსზ-2) და სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1)-ის პარამეტრებით. (სსზ-2) — მაღალი ინტენსივობის შერეული საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს; (ტზ-1) — სატრანსპორტო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს; ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონა: პერიფერიული ზონა (პზ) – დედაქალაქის ტერიტორიების ათვისების დაბალი ხარისხის ნიშნით გამოყოფილი ტერიტორიული ელემენტი; გეგმარებითი კარკასი (გკ) – დედაქალაქის ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებში, ქალაქის მატერიალური გარემოს ათვისების მაღალი ხარისხის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების კონცენტრაციის, ტერიტორიების გამოყენების ინტენსივობის, არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი ანსამბლებისა და მოცულობითი აქცენტების, საზოგადოებრივი ცენტრების - აქტიური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი გარემოს არსებობის ნიშნით გამოყოფილი სტრუქტურული ელემენტი, რომელიც ყალიბდება საერთო საქალაქო მნიშვნელობის უწყვეტი და რეგულირებადი, აგრეთვე რაიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო - ფეხმავალი მაგისტრალებისა და ქუჩების გასწვრივ და რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ნაკვეთების პირველ რიგს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით; თქვენს მიერ მოთხოვნილი საპროექტო ობიექტის ფუნქციის (ავტოსერვისი) სამშენებლო განვითარება არ არის დაშვებული ზემოაღნიშნულ ფუნციურ ზონებში, შესაბამისად იმისათვის, რომ სამსახურისათის შესაძლებელი იყოს თქვენი მოთხოვნის განხილვა, შერჩეულ უნდა იქნეს არსებული ფუნქციური ზონის შესაბამისი სახოება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად თქვენ გეძლევათ განცხადების ჩაბარებიდან 15 დღიანი ვადა მითითებული დოკუმენტების წარმოსადგენად; დანიშნულ ვადაში განაცხადის არწარმოდგენის შემთხვევაში, საკითხი დარჩეს განუხილველი. 7. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2): ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: მრავალფუნქციური შენობა (დომინირებულად გამოყოფილია საზოგადოებრივი ფუნქციური სახეობები); პარკი; ბაღი; სკვერი; ბულვარი; აფთიაქი; კლუბი; კინოთეატრი; თეატრი; საკონცერტო დარბაზი; უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი; საქალაქო ბიბლიოთეკა; არქივი; საინფორმაციო ცენტრი; მუზეუმი; საგამოფენო დარბაზი; საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; უნივერსალური მაღაზია; სავაჭრო ცენტრი; ბარი; კაფე; რესტორანი; სწრაფი კვების ობიექტი; საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა; საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი; ბანკის ფილიალი, განყოფილება; ბანკი; მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; ოფისი; სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები; სასამართლო; იურიდიული კონსულტაცია; სანოტარობიურო; სასტუმრო; ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი; ინდივიდუალური ან/და საერთო სარგებლობის ავტოსადგომი; ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; დაწყებითი სკოლა; საშუალო სკოლა; საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; უმაღლესი სასწავლებელი; პოლიკლინიკა; კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი; ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის); პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; აეროსადგური; ავტოგასამართი სადგური ავტოგასამართი კომპლექსი, აირგასამართი სადგური ან აირსავსები საკომპრესორო სადგური სახანძრო დეპო; კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; საკულტო შენობები და ნაგებობები.

    Show more
  2. 3 February 2017Decision3069026 - Other

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal