ქალაქი თბილისი , გამზირი ი.ჭავჭავაძე , N 19
Decision
- Decision number
- 3089612
- Decision date
- 10 February 2017
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თამარ ტაბიძე
- Organization
- 14306
- Developer (company ID)
- 204872398
Parcel
- Cadastral code
- 01.14.14.011.019.01.510
- Owner
- შპს "საპოვნელა" (204872398)
- Area
- 320 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.14.011.019.01.510Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1476618
- Status
- Not reviewed
- Registered
- 7 February 2017
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 10 February 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის საერთო ხედის აღქმის და ამის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოადგინოთ შორი მანძილიდან, სხვადასხვა, მათ შორის გვერდითა ხედიდან გადაღებული არსებული სიტუაციის ამსახველი ერთიანი ფოტომასალა (და არა ფრაგმენტალური, როგორც ეს წარმოდგენილი გაქვთ), სადაც ნათლად გამოჩნდება მთლიანი შენობის ფასადი ირგვლივ არსებული სიტუაციით და ასევე მათზე დამუშავებული ფოტომონტაჟები ყველა მასალისა და გაბარიტული ზომის ჩვენებით. აქვე გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინიტსრაციულ- ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამსახურს ფასადის შეღებვა შავ ფერში შესაძლებლად არ მიაჩნია. ფასადის შეღებვა შესაძლებელია არსებული ფასადის ფერში. საკითხის განსახილველად საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი: - "მოთხოვნის შინაარსის ტექსტში" დაწვრილებით აისახოს საპროექტო დავალებით განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე. - ახალი ფოტომონტაჟი, რომელიც დამუშავებული იქნება არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტოსურათზე დეტალურად გაბარიტული ზომებისა და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით. ასევე გაითვალისწინეთ: საქართველოს კანონი "რეკლამის შესახებ", თავი II, მუხლი 4, პ. 2-ის თანახმად "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზემოთ (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ თუ ხდება ფასადზე არსებული წყალშემკრები მილის გაუქმება წარმოსადგენი იქნება ამხანაგობის კრების ოქმი წყალშემკრები მილის გაუქმებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტომონტაჟზე დატანილ იქნას აღნიშნული წყალშემკრები მილი. - საკადასტრო გეგმაზე დატანილ იქნას საპროექტო კიბის ზუსტი განთავსების ადგილი და იმ შემთხვევაში თუ კიბე ეწყობა საკადასტრო საზღვრების გარეთ ქალაქის ტერიტორიაზე წარმოსადგენი გექნებათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა ჩასატარებელი სამუშაოების თაობაზე. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ შესასვლელში გასათვალისწინებელი და დასატანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პანდუსი რომლის ქანობი არ უნდა აღემატებოდეს 6%-ს. (იხ. საქართველოს მთავრობის 06.01.2014წ. #41 დადგენილება). გაითვალისწინეთ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა განცხადებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 10 February 2017Decision3089612
- 7 February 2017Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal