OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ლუბლიანას ქუჩა N38ბ

AR1479700Construction permitOther use17 February 2017
Sign in to follow

Decision

Decision number
3119689
Decision date
2 March 2017
Outcome
Granted
Construction period
11 July 2016 – 11 September 2018
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ჯამათა ჩარკვიანი
Organization
14264
Developer (company ID)
402039744

Parcel

Cadastral code
01.13.01.018.227
Owner
ამხანაგობა "ახალი დიღმის მასივი" (202394382)
Area
1,232 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1479700
Status
Approved
Registered
17 February 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
13 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 2 March 2017City answer

    სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის №2705593 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 17 თებერვლის №AR1479700 განაცხადით მომართა ჯამათა ჩარკვიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის №2705593 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის №2705593 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩა №38ბ–ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.01.018.227) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 11 ივლისიდან 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა ამხ. "ახალი დიღმის მასივი". წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის №2705593 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად შპს „აკას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402039744 ) დაფიქსირება. ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩა №38ბ–ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №01.13.01.018.227) მესაკუთრეს დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია:№882016699134, მომზადების თარიღი:25/10/2016 11:04:15) თანახმად, წარმოადგენს შპს „აკა“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B16146801, მომზადების თარიღი:26/10/2016 10:27:30) თანახმად, შპს „აკას“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ჯამათა ჩარკვიანი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის, რომელზეც სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის №2705593 ბრძანებით გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „აკა“ და სამსახურს ბრძანებაში დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით მომართავს მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის №2705593 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „აკა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402039744 ). სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის №2705593 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის №2705593 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 2 March 2017Decision3119689 - Granted
  3. 17 February 2017Files uploaded

Documents

Reports and surveys1

  • აკა ამონაწერი.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal