OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , კახეთის გზატკეცილზე , მრეწველობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მიმდებარედ

AR1480587ReconstructionOther use22 February 2017
Sign in to follow

Decision

Decision number
3119935
Decision date
28 February 2017
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლეილა იმერლიშვილი
Developer (company ID)
208154236

Parcel

Cadastral code
01.19.13.001.034
Owner
შპს "მშვიდობა" (208154236)
Area
4,334 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1480587
Status
Not reviewed
Registered
22 February 2017
Type
Reconstruction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 28 February 2017City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენ მიერ ატვირთული დოკუმენტაცია, ირკვევა რომ დაგეგმილი გაქვთ შენოა (N 1/1 )რეკონსტრუქცია. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის დადგენილება N 57 «მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ» მუხლი 66. I კლასს განეკუთვნება: (12.08.2011 N 135) 60 კვ.მ-მდე ფართობის (იანგარიშება იატაკის დონეებზე სართულების განაშენიანების ჯამური ფართობის მიხედვით), 5 მ-მდე სიმაღლის და 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა და არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).–პუნქტი 3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობა, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის საჭიროების თაობაზე, რაც გაიცემა II კლასის მშე-ნებლობებისათვის დადგენილი წესით. (08.10.2011 N 384) აღნიშნულის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ) სარეკონსტრუქციო შენობა არ არის ცალკე მდგომი შენობა და არის შენობის (N 1/1 ) ნაწილი ( რომლის განაშენიანების ფართობი აღემატება 60 კვ.მ-მ ფართობს, ასევე კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 5, მ-ზე(მალი), აღნიშნულის გათვალისწინებით სამუშაოები ვერ იქნება მოაზრებული როგორც I კლასს დაქვემდებარებული ობიექტის რეკონსტრუქციად და არის ისეთი რეკონსტრუქცია და არის ისეთი სახის ცვლილება რაც საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემას. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად. ამათგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდეგი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის შემდგომ (I სტადია), გასავლელი იქნება II (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) და III (მშენებლობის ნებართვის გაცემა) სტადიები. ასევე გაცნობებთ: „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისადა სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მუხლი 19. შენობა-ნაგებობების კლასები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის (17.01.2012 N 6) 2. შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას, იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას შენობა-ნაგებობის კლასი მცირდება, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით. 3. თუ ერთ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასს განსაზღვრავს მისი ყველაზე მაღალი მახასიათებელი. 4. შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლების განსაზღვრის მიზანია დადგინდეს შენობა-ნაგებობის კლასი. კლასი მიეკუთვნება შენობა-ნაგებობას და არა მის რომელიმე ნაწილს. 5. თუ შენობა-ნაგებობების კლასის დასადგენად ამ დადგენილებით განსაზღვრული მახასიათებლები არ არის საკმარისი, შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს შენობა-ნაგებობების კლასების სხვა დამატებითი მახასიათებლები, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული შენობა-ნაგებობისათვის შესაბამისი კლასის მინიჭება. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის სიმაღლე განისაზღვრება საძირკვლის ყველაზე დაბალი ნიშნულიდან: შენობის შემთხვევაში – შენობის საანგარიშო ზედაპირ(ებ)ის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე, ხოლო ნაგებობის შემთხვევაში – ნაგებობის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე. ასევე გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცით ვერ დგინდება აღნიშნული სარეკონსტრუქციო შენობის კანონიერების საკითხი ( არსებული კანონმდებლობის მიხედვით უკანონო მიშენების შემდგომი განვითარება დაუშვებელია) იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე საჭიროა პირველ რიგში საჭიროა წარმოადგინოთ საპროექტო ობიექტის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის შემცველი შესაბამისი დოკუმენტაცია, მშენებლობის ნებართვის შესაბამისი აქტები ან არსებული მიშენების კანონიერების დამადასტურებელი სხვა საბუთები ლეგ ბრძანება (მისი არსებობის შემთხვევაში, საჭიროა განაახლოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სადაც დაფიქსირებული იქნება აღნიშნული ლეგ ბრძანება,) ,მხოლოდ დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ იქნება შესაძლებელი თქვენი განაცხადის რეკონსტრუქციის კუთხით განმეორებით განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ზემოაღნიშნულის შემდგომ "ელექტრონულ განაცხადებში" საკითხი უნდა დააყენოთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის კუთხით, ამისათვის კი უნდა აირჩიოთ შემდეგი სახის ნომენკლატურა: "მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები" - "მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა" და მოცემული ველები შეავსოთ შესაბამისად. შემდგომ კი დადგენილი გაპის საფუძველზე უნდა დამუშავდეს რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი (ყველა სარეკონსტრუქციო სამუშაოების გათვალისწინებით ელექტრონული განაცხადი ატვირთოთ ვებ–გვერდს http://tas.ge/–ზე, შესაბამის ნომენკლატურაში, სწორად აირჩიოთ ნომენკლატურა და შეავსოთ კლასის განსაზღვრის კალკულატორი პროექტის მონაცემის მიხედვით ( მიუთითეთ საპროექტო შენობის პარამეტრების მაქსიმალური მონაცემები იმისათვის რომ მიენიჭოს შესაბამისი კლასი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა

    Show more
  2. 28 February 2017Decision3119935
  3. 21 February 2017Files uploaded
  4. 21 February 2017Files uploaded

Documents

Other files4

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal