ქალაქი თბილისი , ქუჩა არტურ ლაისტი , N 7
Decision
- Decision number
- 3147855
- Decision date
- 15 March 2017
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მამუკა მირზიაშვილი
- Developer (company ID)
- 205090998
Parcel
- Cadastral code
- 01.17.14.003.139
- Owner
- შპს "ორთაჭალის ტურფა" (205090998)
- Area
- 1,258 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.14.003.139Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1481439
- Status
- Rejected
- Registered
- 24 February 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 19 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 March 2017Decision3147855 - Refused
- 15 March 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 24 თებერვლის №AR1481439 განცხადებით მომართა მამუკა მირზიაშვილმა თანაგანმცხადებელ თორნიკე აბულაძესთან ერთად და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 29 სექტემბრის №20/834 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 29 სექტემბრის №20/834 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილიში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მეგობრობის პარკის დასაწყისში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 01 ნოემბრის №21/614 ბრძანებით შეთანხმებული შპს „ორთაჭალას ტურფას“ განაშენიანების პროექტის (განაშენიანების რეულირების გეგმა) საფუძველზე, №6 კორპუსის არქიტექტურული პროექტი. აღნიშნული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 23 ოქტომბერს გაიცა №ნ/678 მშენებლობის ნებართვა. ამავე აქტის შესაბამისად, ნებართვა ძალაში იყო 2009 წლის 15 აპრილამდე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - თბილისის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 20 მარტის №01/364 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, მეგობრობის პარკის დასაწყისში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსი „ორთაჭალას ტურფას“ კორპ. №6-ის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2009 წლის 30 მარტიდან 2010 წლის 30 სექტემბრამდე. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი დღეის მდგომარეობით, როგორც ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 23 ოქტომბერს გაცემული №ნ/678 მშენებლობის ნებართვა, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - თბილისის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 20 მარტის №01/364 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვა ძალადაკარგულია, მშენებლობის ვადის გასვლის გამო. სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება ძალადაკარგულ აქტში. რაც შეეხება, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას, იგი წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის მეორე სტადიას, რომლის დროსაც, ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, დამკვეთს წარმოადგენს განმცხადებელი და მოთხოვნა მასში დამკვეთის ცვლილების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal