OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ქუჩა არტურ ლაისტი , N 11

AR1481448Construction permitOther use24 February 2017
Sign in to follow

Decision

Decision number
3128633
Decision date
21 March 2017
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მამუკა მირზიაშვილი
Developer (company ID)
205090998

Parcel

Cadastral code
01.17.14.003.134
Owner
შპს "ორთაჭალის ტურფა" (205090998)
Area
1,801 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1481448
Status
Rejected
Registered
24 February 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
25 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 March 2017City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, 24/02/2017 წ. #AR1481448 განაცხადით, მომართა მამუკა მირზიაშვილმა და თორნიკე აბულაძემ, რომლებმაც მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 ივლისის #ნ/440 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში, დამკვეთის ინფორმაციაში, ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 23 მაისის #20/394 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, დაბა წყნეთი, ქუჩა რუსთაველი, შესახვევი III, N 10, (ნაკვეთი N138/50); ქალაქ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მეგობრობის პარკის დასაწყისში შ.პ.ს „ორთაჭალის ტურფა“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის #21/614 01.11.05წ. ბრძანებით შეთანხმებული შ.პ.ს „ორთაჭალის ტურფა“-ს განაშენიანების პროექტის (განაშენიანების რეგულირების გეგმა) საფუძველზე #3, #5, #7 და #9 კორპუსების არქიტექტურული პროექტი. ხოლო, ამავე სამსახურის 2006 წლის 12 ივლისის #ნ/440 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ბრძანების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2009 წლის 15 დეკემბრამდე. მოგვიანებით ქ. თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 18 მაისის #ნ/1084 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, მეგობრობის პარკის დასაწყისში, შ.პ.ს „ორთაჭალის ტურფა“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი #003/134) საცხოვრებელი კომპლექსი „ორთაჭალის ტურფა“-ს #7 კორპუსის მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2010 წლის 19 მაისიდან 2010 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 ივლისის #ნ/440 და ქ. თბილისის მერისს სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 18 მაისის #ნ/1084 ბრძანებები მშენებლობის ვადის გასვლის გამო, წარმოადგენენ ძალადაკარგულ აქტებს. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლები ითხოვენ, დამკვეთად შპს "ორთაჭალის ტურფასთან" (ს/ნ:205090998) ერთად დაფიქსირდნენ: შპს "TC" (ს/ნ:404990408) და შპს " ATA" ( ს/ნ:404990248). „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დღეისათვის, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 ივლისის #ნ/440 და ქ. თბილისის მერისს სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 18 მაისის #ნ/1084 ბრძანებები, მშენებლობის ვადის გასვლის გამო, წარმოადგენენ ძალადაკარგულ აქტებს, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მესაკუთრის ცვლილებასთან დაკავშირებით, ცვლილება შეიტანოს ძალადაკარგულ აქტში. რაც შეეხება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 23 მაისის #20/394 ბრძანებას, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე, ნებართვის გამცემი ორგანო არ იკვლევს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 March 2017Decision3128633 - Refused

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal