ქალაქი თბილისი , მიხეილ შავიშვილის ქუჩა N2
Decision
- Decision number
- 3145968
- Decision date
- 14 March 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ანი ქავთარაძე
- Developer (company ID)
- 405116725
Parcel
- Cadastral code
- 01.14.04.028.048
- Owner
- სააქციო საზოგადოება "მ2" (404465529)
- Area
- 1,270 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.04.028.048Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1483857
- Status
- Approved
- Registered
- 6 March 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 14 March 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის – სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1483857 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.14.04.028.048) მოქმედ ფუნქციურ ზონებთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 2016 წლის 27 მაისს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების 15–ე მუხლის თანახმად, ,,უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტის შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად)“. 2009 წლის 5 ივნისიდან 2014 წლის 30 დეკემბრამდე თბილისის ტერიტორიის მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირება განსაზღვრული იყო ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილების შესაბამისად, ხოლო 2014 წლის 30 დეკემბრიდან მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირება განისაზღვრება ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–105 გადაწყვეტილების შესაბამისად. ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 და ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–105 გადაწყვეტილებებისა და „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების ნახვა შესაძლებელია ვებ.გვერდზე – matsne.gov.ge. თქვენს დაინტერესებაში არსებულ საკადასტრო ერთეულზე მიწათსარგებლობის გენერალური გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 1 (რზ–1) და სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ–1). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების თანახმად სარეკრეაციო ზონა 1 (რზ–1) წარმოადგენს სარეკრეაციო ქვეზონას, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა მსგავსი, გარდა სხვა სარეკრეაციო ზონებში მოქცეულისა. სარეკრეაციო ზონა 1–ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა: განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის, კიბეების, საფეხმავლო გზების ან/და ბილიკების. ხოლო, სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ–1) – წარმოადგენს სატრანსპორტო ქვეზონას, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს; სატრანსპორტო ზონა 1 –ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების მე-15 მუხლით განსაზღვრული ქვეზონით მოცული შენობა-ნაგებობებისა (იხ.დანართი). აქვე გაცნობებთ, მოცემულ და მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე, ქავთარაძის ქუჩისა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის არსებულ ტერიტორიაზე, შეთანხმებულია საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება. ასევე, 20/02/2017 წ. AR1480032 განცხადების საფუძველზე, დღეის მდგომარეობით, არქიტექტურის სამსახურში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით, განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის ფარგლებში (12.06.2015წ. წერილი №1951628; განკარგულება #199 (09.06.2015წ.)).
Show moreShow less
- 14 March 2017Decision3145968 - Granted
- 6 March 2017Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal