OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ქუჩა არტურ ლაისტი , N 11

AR1488091Construction permitOther use20 March 2017
Sign in to follow

Decision

Decision number
3167377
Decision date
11 April 2017
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მამუკა მირზიაშვილი
Developer (company ID)
205090998

Parcel

Cadastral code
01.17.14.003.134
Owner
შპს "ორთაჭალის ტურფა" (205090998)
Area
1,801 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1488091
Status
Rejected
Registered
20 March 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
22 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 April 2017City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 20 მარტს #AR1488086 განცხადებით მომართეს მამუკა მირზიაშვილმა და თორნიკე აბულაძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 18 მაისის #ნ/1086 სანებართვო მოწმობასა და 2010 წლის 18 მაისის #1982 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 23 მაისის #20/394 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მთაწმინდა- კრწანისის რაიონში, მეგობრობის პარკის დასაწყისში შპს „ორთაჭალის ტურფა“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 01 ნოემბრის #21/614 ბრძანებით შეთანხმებული შპს „ორთაჭალის ტურფა“-ს განაშენიანების პროექტის (განაშენიანების რეგულირების გეგმა) საფუძველზე #3, #5, #7 და #9 კორპუსების არქიტექტურული პროექტი და გაიცა 2006 წლის 12 ივლისის #ნ/440 მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2009 წლის 11 დეკემბრის #4314 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2006 წლის 23 მაისის #20/394 ბრძანებასა და 2006 წლის 12 ივლისის #ნ/440 მშენებლობის ნებართვაში მშენებლობის ვადასთან, ხოლო, სამსახურის 2010 წლის 18 მაისის #1982 ბრძანებით ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურის 2010 წლის 18 მაისის #ნ/1086 ბრძანებით გაიცა #3 კორპუსის მშენებლობის ნებართვა (სანებართვო მოწმობა #ნ/1086-1). სამსახურის 2010 წლის 17 ნოემბრის #5695 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2010 წლის 18 მაისის #ნ/1086 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. ხოლო, სამსახურის 2011 წლის 17 მაისის #1822 ბრძანებით კვლავ შევიდა ცვლილება სამსახურის 2010 წლის 18 მაისის #ნ/1086 ბრძანებაში, კერძოდ, „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2010 წლის 19 ნოემბრამდე“ შეიცვალა ჩანაწერით „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 20 მაისის ჩათვლით“. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო სამსახურის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულია მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან გამომდინარე. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57–ე დადგენილების მე–20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ვინაიდან, დღეის მდგომარეობით სამსახურის 2010 წლის 18 მაისის #ნ/1086 ბრძანება მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან გამომდინარე წარმოადგენს ძალადაკარგულ აქტს და ამასთან, პროექტის შეთანხმების სტადიაზე ნებართვის გამცემი ორგანო არ იკვლევს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას (მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე დამკვეთს წარმოადგენს განმცხადებელი), სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას ცვლილება შეიტანოს ზემოაღნიშულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 11 April 2017Decision3167377 - Refused

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal