ქალაქი თბილისი , ქუჩა ონიაშვილი , N 62
Decision
- Decision number
- 3221579
- Decision date
- 25 April 2017
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი მაჭავარიანი
- Developer (company ID)
- 404455576
Parcel
- Cadastral code
- 01.10.12.042.016
- Owner
- ზურაბ სოზიაშვილი (P/N: *********02)
- Area
- 485 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.12.042.016Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1489392
- Status
- Rejected
- Registered
- 24 March 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 32 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 April 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.03.2017 წლის №3152273 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 24.03.2017 წლის #AR1489392 განცხადებით მომართა გიორგი მაჭავარიანმა და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.03.2017 წლის №3152273 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 16.03.2017 წლის №3152273 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა ონიაშვილი, N62, შპს "ევრობლოკი 2013"-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.10.12.042.016) დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 16 მარტიდან 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი უთითებს, რომ სამსახურის 16.03.2017 წლის №3152273 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, აღნიშნავს რომ ავტოსადგომების ფართობი 358.9 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 344.98 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი 1438.87 კვ.მ-ის ნაცვლად - 1684.63 კვ.მ. შესაბამისად, საერთო ფართობი 2558.32 კვ.მ-ის ნაცვლად - 2539.66 კვ.მ. სამსახურმა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი, შესწორებული ავტოსადგომის ფართობი შეესაბამება 16.03.2017 წლის №3152273 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს. ხოლო რაც შეეხება საცხოვრებელი ფართობის მაჩვენებელს, იგი არ შეესაბამება შეთანხმებულ პროექტში წარმოდგენილ გეგმებზე მითითებული საცხოვრებელი ფართების ჯამურ მაჩვენებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომების გასწორების უფლებამოსილება, მაგრამ 16.03.2017 წლის №3152273 ბრძანებაში, საცხოვრებელი ფართობის მაჩვენებელი, არ შეესაბამება შეთანხმებულ პროექტში წარმოდგენილ გეგმებზე მითითებულ საცხოვრებელი ფართების ჯამურ მაჩვენებელს. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. არ დაკმაყოფილდეს მოქ. გიორგი მაჭავარიანის 24.03.2017 წლის #AR1489392 განცხადება; 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 April 2017Decision3221579 - Refused
- 7 April 2017City answer
- 3 April 2017City answer
- 24 March 2017Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გეგმები.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal