ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი
Decision
- Decision number
- 3170314
- Decision date
- 27 March 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით მახათაძე
- Developer (company ID)
- 400090860
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.038.034
- Owner
- გია გენებაშვილი (P/N: *********46)
- Area
- 1,000 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.038.034Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1489603
- Status
- Approved
- Registered
- 24 March 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 27 March 2017City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3160434 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 17.03.2017 წლის #AR1487139 განცხადებით მომართა მომართა დავით მახათაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3160434 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის №814644 გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში (საკადასტრო კოდი: #01.72.14.038.034) არსებულ მიწის ნაკვეთზე, დამხმარე ნაგებობის (საწყობის) აშენების მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ხოლო სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3160434 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის №814644 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტის დასახელებად დაფიქსირდა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ფუნქციად - საცხოვრებელი. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი უთითებს, რომ 2017 წლის 24 მარტის №3160434 ბრძანებაში გაპარულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, აღნიშნულ აქტში არაა მითითებული, რომ მიწის ნაკვეთის დანიშნულება, სასოფლო სამეურნეოს ნაცვლად უნდა იყოს - არასასოფლო სამეურნეო. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის N20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდებით, სამსახურის ძირითად კომპეტენციას მიეკუთვნება: არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მშენებლობისა და კეთილმოწყობის რეგულირება და დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილება სცილდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს. რაც შეეხება 2017 წლის 24 მარტის №3160434 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, სამსახურს შესაძლებლად მიაჩნია პირობის სახით მიუთითოს, რომ მშენებლობის ნებართვის შემდგომ ეტაპზე წარმოდგენილი იქნეს განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სადაც ნაკვეთის ფუნქციად დაფიქსირებული უნდა იქნეს არასასოფლო–სამეურნეო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3160434 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველ პუნქტში დამატებით დაფიქსირდეს: "მშენებლობის ნებართვის შემდგომ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სადაც ნაკვეთის ფუნქციად დაფიქსირებული უნდა იქნეს არასასოფლო–სამეურნეო" . სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3160434 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3160434 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 27 March 2017Decision3170314 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal