OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა შანდორ პეტეფის , მიმდებარედ (ნაკვეთი 03/042)/ ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი , მიკრო/რაიონი IV , კვარტალი III , N14 კორპუსის მიმდებარედ (ნაკვეთი 03/037)

AR1490354Construction permitOther use27 March 2017- Varketili
Sign in to follow

Decision

Decision number
3201084
Decision date
20 April 2017
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მარინე იოსავა
Developer (company ID)
405008977

Parcel

Cadastral code
01.17.10.003.075
Owner
მარინე იოსავა (P/N: *********71)
Area
567 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1490354
Status
Approved
Registered
27 March 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
24 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 April 2017City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 12.01.2017 წლის №3036809 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 27.03.2017 წლის #AR1490354 განცხადებით მომართა მარინე იოსავამ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 12.01.2017 წლის №3036809 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 12.01.2017 წლის №3036809 ბრძანებით ქ. თბილისში, ქუჩა შანდორ პეტეფის, მიმდებარედ (ნაკვეთი 03/042)/ ქ. თბილისი, დასახლება ვარკეთილი, მიკრო/რაიონი IV, კვარტალი III, N14 კორპუსის მიმდებარედ (ნაკვეთი 03/037) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №01.17.10.003.075), მრავალფუნქციური კომპლექსის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 12 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 12.01.2017 წლის №3036809 ბრძანების მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, აცხადებს, რომ ჩანაწერში მითითებულია: მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 12 იანვრიდან 2017 წლის 12 იანვრის ჩათვლით, თუმცა აღნიშნულის ნაცვლად უნდა ეწეროს: მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 12 იანვრის ჩათვლით. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. სამსახურის 12.01.2017 წლის №3036809 ბრძანების მე-2 პუნქტში უნდა დაფიქსირდეს: მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 12 იანვრის ჩათვლით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 12.01.2017 წლის №3036809 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: 2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 12 იანვრის ჩათვლით. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 12.01.2017 წლის №3036809 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 20 April 2017Decision3201084 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal