ქალაქი თბილისი , ქუჩა მარგიანი , N 2-4
Decision
- Decision number
- 3198601
- Decision date
- 10 April 2017
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზურაბ ბებიაშვილი
- Organization
- 14364
- Developer (company ID)
- 205221632
Parcel
- Cadastral code
- 01.14.02.022.038
- Owner
- ი.ბ.ა. "მარგიანი 2007" (205221632) (205221632)
- Area
- 1,278 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.02.022.038Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1491398
- Status
- Rejected
- Registered
- 30 March 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 11 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 10 April 2017Decision3198601 - Refused
- 10 April 2017City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა 2017 წლის 30 მარტის №AR1491398 განცხადება, ამავე სამსახურის 2014 წლის 24 ივნისის №1346792 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 24 ივნისის №1346792 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, ქუჩა მარგიანი, N 2-4, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკ. კოდი N01.14.02.022.038, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 25 ივნისიდან 2015 წლის 25 იანვრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2014 წლის 24 ივნისის №1346792 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანა და განმარტებულია, რომ უნდა შეიცვალოს: საერთო ფართობი, საცხოვრებელი ფართობი, საზაფხულო ფართობი, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი, ავტოსადგომის ფართობი და მანსარდის ფართობი. განმცხადებელი ასევე ითხოვს 2014 წლის 24 ივნისის №1346792 ბრძანების ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში მიეთითოს დამხმარე ფართობი 18.56 კვ.მ. განმცხადებლისვე განმარტებით, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებელებში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ატვირთულ პროექტში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები არასწორად იყო დათვლილი, ასევე დაემატა 0,6 კოეფიციენტით განსაზღვრული ფართები (კ2 ნაცვლად 3.2-სა გახდა 3.8) . საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. სამსახურის მიერ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2014 წლის 24 ივნისის №1346792 ბრძანებაში მითითებულია: საერთო ფართობი 6109.3 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობი 3299.0 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 530.9 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 402.9 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 809.1 კვ.მ, მანსარდის ფართობი 285.5 კვ.მ. რაც შეეხება 2017 წლის 30 მარტის №AR1491398 განაცხადში აღნიშნულ მოთხოვნას, იგი წარმოადგენს შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის ნაწილს და მისი ცვლილება საჭიროებს არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არამედ სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (პროექტის კორექტირებას). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნება 2014 წლის 24 ივნისის №1346792 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილების (პროექტის კორექტირების) მოთხოვნით წარმოდგენილი განაცხადისა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. აქვე განგიმარტავთ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 30 March 2017Files uploaded
Documents
Other files1
- teqnikur-ekonomikuri machveneblebi.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal