ქალაქი თბილისი , ქუჩა შანდორ პეტეფის , ნაკვეთი 03/043
Decision
- Decision number
- 3187596
- Decision date
- 5 April 2017
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ბადრი სექანია
- Developer (company ID)
- 406189413
Parcel
- Cadastral code
- 01.17.10.003.043
- Owner
- ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული
- Area
- 511 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.10.003.043Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1491688
- Status
- Rejected
- Registered
- 31 March 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 5 April 2017City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა 2017 წლის 31 მარტის №AR1491688 განცხადება, ამავე სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №3050572 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2017 წლის 23 იანვრის №3050572 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, ქუჩა შანდორ პეტეფის, ნაკვეთი N03/043, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.17.10.003.043), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 23 იანვრიდან 2019 წლის 23 იანვრამდე. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია 2017 წლის 23 იანვრის №3050572 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანა და განმარტებულია, რომ უნდა შეიცვალოს საცხოვრებელი ფართობის, ავტოსადგომისა, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი და საზაფხულო ფართობის მაჩვენებლები. აღნიშნული მაჩვენებლების ცვლილებით ასევე შეიცვლება საერთო ფართობის მაჩვენებელიც. განმცხადებლისვე განმარტებით, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებელებში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილი იყო +0.00 ნიშნულზე ავტოსადგომის ფართი 222.25 კვ.მ, ტიპიური სართულის გეგმაში შეცდომით იყო ჩაწერილი საზაფხულო ფართი- ნაცვლად 7.9 კვ.მ-ისა უნდა იყოს 11.00 კვ.მ.ხოლო 6.4 კვ.მ-ს ნაცვლად უნდა იყოს 6.6. კვ.მ -შესაბამისად შეიცვლება საერთო ფართიც. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სამსახურის მიერ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის 23 იანვრის №3050572 ბრძანებაში მითითებულია, საცხოვრებელი ფართობი: 1783.0 კვ.მ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 212.4 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 114.3 კვ.მ. რაც შეეხება 2017 წლის 31 მარტის №AR1491688 განაცხადში აღნიშნულ მოთხოვნას, იგი წარმოადგენს შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის ნაწილს და მისი ცვლილება საჭიროებს არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არამედ სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (პროექტის კორექტირებას). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნება 2017 წლის 23 იანვრის №3050572 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილების (პროექტის კორექტირების) მოთხოვნით წარმოდგენილი განაცხადისა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. აქვე განგიმარტავთ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 5 April 2017Decision3187596 - Refused
- 31 March 2017Files uploaded
Documents
Other files1
- koreqtirebulii.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal