OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ი. ჯავახიშვილი , N 12

AR1493586Construction permitOther use6 April 2017
Sign in to follow

Decision

Decision number
3235318
Decision date
2 May 2017
Outcome
Granted
Construction period
End: 28 June 2018
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ქიმუცაძე
Developer (company ID)
402044300

Parcel

Cadastral code
01.16.05.029.012
Owner
შპს ბაგი ჯეორჯია (402044300)
Area
225 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 17 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1493586
Status
Approved
Registered
6 April 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
26 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 2 May 2017Decision3235318 - Granted
  2. 2 May 2017City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3121493 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 06 აპრილის №AR1493586 განცხადებით მომართა დავით ქიმუცაძემ და მოითხოვა, ამავე სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3121493 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3121493 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3121493 ბრძანებაში, კერძოდ: "ნებართვა ძალაშია 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით" შეიცვალა. ,,ნებართვა ძალაშია 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით’’. დამკვეთად დაფიქსირდა კახაბერ დეკანოიძე. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3121493 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს "ბაგი ჯეორჯიას" დაფიქსირებას. მიწის ნაკვეთის (ს/კ:01.16.05.029.012) მესაკუთრეს, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: № 882017266098, მომზადების თარიღი: 2017 წლის 04 აპრილი, 13:15:17) თანახმად, წარმოადგენს შპს "ბაგი ჯეორჯია" (ს/კ:402044300). „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის, რომელზეც სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3121493 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და მშენებლობის ნებართვის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ხოლო მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "ბაგი ჯეორჯია" (ს/კ:402044300) და მის მიერ უფლებამოსილი პირი დავით ქიმუცაძე სამსახურს მომართავს ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირების მოთხოვნით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3121493 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,ბაგი ჯეორჯია"(ს/კ:402044300). 2. სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3121493 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3121493 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 8 April 2017City answer

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal