OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , გამზირი რუსთაველი , N 16

AR1496750Change to approved projectOther use19 April 2017
Sign in to follow

Decision

Decision number
3232443
Decision date
5 May 2017
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ალექსანდრე ნარსია
Organization
8257
Developer (company ID)
205214258

People

  • Client
    Name
    ალექსანდრე ნარსია
    Personal number
    *********01
  • Chief architect
    Name
    თამარ ითაშვილი
    Personal number
    *********01
  • Specialistსაჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული დასკვნა ჩასატარებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ
    Name
    მალხაზ ბედიაშვილი
  • Specialistმშენებლობის ორგანიზების პროექტი კალენდარული გრაფიკით
    Name
    ირაკლი გამყრელიძე
  • Specialistკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსტრუქციული პროექტი
    Name
    მალხაზ ბედიაშვილი, გია ცომაია
  • Specialistკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიულ - არქიტექტურული კვლევა
    Name
    მარინე ხატიაშვილი, დავით ხოშტარია, გიორგი ჭანიშვილი

The people the applicant named in the application form.

Parcel

Cadastral code
01.15.05.010.002.01.500
Owner
შპს შემოქმედებითი ცენტრი ერისიონი (205214258)
Area
600 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1496750
Status
Not reviewed
Registered
19 April 2017
Type
Change to approved project

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
16 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 May 2017City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარმოდგენილ თქვენს განაცხადთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ განცხადება და თანდართული დოკუმენტები განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ (ოქმი N16, 20.04.17წ.), რომლის დასკვნის საფუძველზეც მიეცა დადებითი რეკომენდაცია ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. N16-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს შემდეგი რეკომენდაციის გათვალისწინებით: პროექტში ჩაიდოს დარბაზის ჭერის შენარჩუნება-კონსერვაციის მეთოდოლოგია. ამასთან, წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად გაცნობებთ: თქვენი მოთხოვნა ეხება 06/09/2016წ. N2814134 ბრძანებით შეთანხმებული დოკუმენტაციის კორექტირებას, ამასთანავე მოთხოვნის ტექსტში აღნიშნულია, რომ "ცვლილება შეეხო ამ ეტაპზე მხოლოდ კონსტრუქციულ ნაწილს". ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე არ ირკვევა შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების რა ნაწილია დასრულებული, და თუ ისეთი სამუშაოები, როგორიცაა გამაგრების სამუშაოები, არ დასრულებულა, არის თუ არა ამ სამუშაოების დასრულება გათვალისწინებული პროექტის კორექტირებისას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია ეტაპობრივად, საპროექტო დოკუმენტაციაში სრულფასოვნად უნდა იყოს განმარტებული და ასახული სამუშაოების გეგმა შესაბამისი ეტაპებით. ამ ეტაპზე თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სამსახური მოკლებულია კორექტირებაზე სრულფასოვნად მსჯელობის შესაძლებლობას. ასევე, თქვენს მიერ განმარტებულია, რომ "ავარიული ფერმების ქვეშ მდებარე საცეკვავო დარბაზის ჭერი მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია. სასწრაფო გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების გარეშე ძეგლის ამ ნაწილს ჩამონგრევა ემუქრება ... გადახურვის ფერმების დროებით გამაგრებამდე ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა ამ დარბაზში რაიმე სამუშაოების განხორციელება. დარბაზის რესტავრაციის პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელია სწორედ ამის გამო." აღნიშნულთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, თუ ბუნებრივი და გარემო ფაქტორების ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად ძეგლს ან არქეოლოგიურ ობიექტს ემუქრება შეუქცევადი დაზიანება ან განადგურება და ამის გამო არსებობს მასზე არქეოლოგიური ან კვლევითი სამუშაოების ან პრევენციული კონსერვაციის ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და სრული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა ვერ ესწრება, შესაბამისი ნებართვის გაცემა შესაძლებელია არასრული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ არქეოლოგიური ან კვლევითი სამუშაოების ან პრევენციული კონსერვაციის ჩატარება. ამ შემთხვევაში სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან: ა) განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში უნდა მიეთითოს: ძეგლის ან არქეოლოგიური ობიექტის (მოძრავი ძეგლის შემთხვევაში – მისი ძირითადი შენახვის ადგილის) ზუსტი დასახელება, არქეოლოგიური ობიექტის ზუსტი დასახელების არარსებობის შემთხვევაში – მისი ადგილმდებარეობის დასახელება და ზუსტი მისამართი. განმარტებით ბარათში დასაბუთებული უნდა იყოს: ა.ა) სამუშაოების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და არსებულ პირობებში სრული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შეუძლებლობა; ა.ბ) ჩატარებული სამუშაოს ტიპი, სახეობა და მოცულობა, გამოსაყენებელი ტექნოლოგიები და მეთოდოლოგია და მათი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან; ა.გ) პრევენციული კონსერვაციის შემთხვევაში – ასევე პრევენციული კონსერვაციის ეფექტიანობის სავარაუდო ხანგრძლივობა, შემდგომ ღონისძიებათა სახეობები და მათი განხორციელების სავარაუდო ვადები; ბ) ობიექტისა და მისი დაზიანებების ამსახველი დეტალური ფოტომასალა; გ) უძრავი ობიექტის შემთხვევაში – შესასწავლი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა შესაბამისი მასშტაბით, ზუსტი კოორდინატებით; დ) არქეოლოგიური სამუშაოების შემთხვევაში – ასევე ჩასატარებელი სამუშაოების შედეგად გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტებისა და მასალის კონსერვაციისა და რეკულტივაციის, შესაბამის საცავებში შემდგომი დაბინავებისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფა; ე) სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი (არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევაში – სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით); ვ) დასკვნა სამუშაოების ჩატარების მოსალოდნელი შედეგების შესახებ. აქვე გაცნობებთ, რომ უძრავ ძეგლზე პრევენციული კონსერვაციის ნებართვის მიღების მიზნით განაცხადი და საპროექტო დოკუმენტაციის 3 ეგზემპლარი საჭიროა შემოიტანოთ ქ. თბილისის მერიის კანცელარიის საშუალებით. რაც შეეხება უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული პროექტის შეთანხმებას და უძრავ ძეგლზე ნებართვის გაცემას, შესათანხმებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით შესრულებული სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია. წარმოდგენილი უდნა იქნეს კორექტირებული არქიტექტურული ნაწილი, მათ შორის განმარტებითი ბარათი, რომელშიც განმარტებული იქნეს, ვის კუთვნილ ფართში არის გათვალისწინებული კორექტირებული კონსტრუქციული ნაწილით განსაზღვრული სამუშაოები, არქიტექტურულ ნახაზებში გრაფიკულად უნდა იქნეს გამოყოფილი საკუთრებაში რეგისტრირებული შესაბამისი ფართები შესაბამისი საკადასტრო კოდების მითითებით. მშენებლობის ორგანიზების პროექტი დამუშავებული უნდა იყოს სრული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის, საჭიროების შემთვევაში წარმოსადგენია კონსტრუქციული პროექტის კორექტირებული ვარიანტი, შესაბამისი კონსტრუქციული დასკვნით ერთიანი პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით; ამასთან, წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები: 1. "დამკვეთის ინფორმაციაში" შევსებული იქნეს ორგანიზაციის გრაფები; 2. წარმოდგენილი უნდა იქნეს ამხანაგობის კრების ოქმი (შესაბამისი ფორმით დამოწმებული) წევრთა 100%-ის თანხმობით განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. 3. შეთანხმებული პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით, საჭიროა შეთანხმებული პროექტის ავტორის და ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" თანხმობის წარმოდგენა. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, განცხადება დარჩება განუხილველი.

    Show more
  2. 5 May 2017Decision3232443
  3. 19 April 2017Files uploaded
  4. 19 April 2017Files uploaded
  5. 19 April 2017Files uploaded
  6. 19 April 2017Files uploaded

Documents

Other files6

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal