OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , შესახვევი I , N 6

AR1496893Construction permitOther use25 April 2017- Vashlijvari
Sign in to follow

Applicant

Name
ანა კაჭკაჭიშვილი
Developer (company ID)
405183938

Parcel

Cadastral code
01.10.10.022.028
Owner
ალექსანდრე მაღალაშვილი (P/N: *********34)
Area
1,233 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1496893
Status
Approved
Registered
25 April 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
27 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 May 2017City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 დეკემბრის №3021586 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 25 აპრილის #AR1496893 განცხადებით მომართეს ანა კაჭკაჭიშვილმა და კახაბერ კახიანმა და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 დეკემბრის №3021586 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 27 დეკემბრის №3021586 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა გოძიაშვილი, შესახვევი I, N 6, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.10.022.028), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (B ბლოკის) და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882017026908, მომზადების თარიღი: 13/01/2017 17:39:52) თანახმად, ქ. თბილისში, ქუჩა გოძიაშვილი, შესახვევი I, N 6-ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი: N01.10.10.022.028) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ქეი ქეი ინვესტმენტი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია - B17000443, მომზადების თარიღი: 05/01/2017 10:55:49) შპს „ქეი ქეი ინვესტმენტი“-ის დირექტორია კახაბერ კახიანი (01008002748), რომელიც დარეგისტრირებულია თანაგანმცხადებლად. ასევე, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი ფოტომასალა. განმცხადებლების განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვენ 2016 წლის 27 დეკემბრის №3021586 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ანა კაჭკაჭიშვილის და კახაბერ კახიანის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მოქალაქეების - ანა კაჭკაჭიშვილის და კახაბერ კახიანის 2017 წლის 25 აპრილის #AR1496893 განაცხადი. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 დეკემბრის №3021586 ბრძანება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 12 May 2017City answer
  3. 12 May 2017Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal