ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი , ზემო პლატო , კორპუსი 47 , მიმდებარედ ნაკვეთი 06/060/ ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი , ზემო პლატო , კორპუსი 47 , მიმდებარედ , ნაკვეთი 06/061
Decision
- Decision number
- 3250810
- Decision date
- 8 May 2017
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლაშა ლალიაშვილი
- Developer (company ID)
- 406137988
Parcel
- Cadastral code
- 01.19.20.006.076
- Owner
- შპს "მწვანე უბანი" (406137988)
- Area
- 1,838 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.20.006.076Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1497381
- Status
- Rejected
- Registered
- 21 April 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 17 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 May 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2017 წლის 21 აპრილის №AR1497381 განცხადება, 2016 წლის 18 ნოემბრის №2965885 ბრძანებაში, დამკვეთის ინფორმაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №2965885 ბრძანებით გაიცა: ქ. თბილისში,სექტორი – სამგორი, დასახლება ვარკეთილი, ზემო პლატო, კორპუსი 47, მიმდებარედ ნაკვეთი 06/060/ქალაქი თბილისი, დასახლება ვარკეთილი, ზემო პლატო, კორპუსი 47, მიმდებარედ, ნაკვეთი 06/061, შპს "მწვანე უბანი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ს/კ №01.19.20.006.076, შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სპორტული დარბაზით) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა ლაშა ლალიაშვილი. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №2965885 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს ,, ჟორდანიას 21/23’’-ის დაფიქსირებას. მიწის ნაკვეთის ს/კ: N 01.19.20.006.076 მესაკუთრეს, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: № 882016658458, მომზადების თარიღი: 2016 წლის 26 სექტემბერი, 17:14:58) თანახმად, წარმოადგენს შპს ,,შპს მწვანე უბანი’’(ს/კ:406137988). „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთის ს/კ: N 01.19.20.006.076, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,მწვანე უბანი’’ (ს/კ:406137988),ასევე ვერ დგინდება შპს ,,ჟორდანიას 21/23’’-ის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი და განცხადებასთან ერთად არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების ან/და შპს ,, ჟორდანიას 21/23’’-ის მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დაამკაყოფილოს თქვენი მოთხოვნა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 May 2017Decision3250810 - Refused
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal