ქალაქი თბილისი , ქუჩა ნინოშვილი , N 69 , (ნაკვეთი N3/22)
Decision
- Decision number
- 3253332
- Decision date
- 18 May 2017
- Outcome
- Granted
- Construction period
- 6 January 2017 – 9 January 2018
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზურაბ აბზიანიძე
- Organization
- 17680
- Developer (company ID)
- 404535035
Parcel
- Cadastral code
- 01.16.01.003.022
- Owner
- სააქციო საზოგადოება "შოდა" (202886145)
- Area
- 1,307 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.16.01.003.022Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1498236
- Status
- Approved
- Registered
- 25 April 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 23 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 May 2017City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 05.01.2017 წლის №3015053 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 25.04.2017 წლის №AR1498236 განაცხადით მომართეს ზურაბ აბზიანიძემ და არჩილ მიქანაძემ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 05.01.2017 წლის №3015053 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 05.01.2017 წლის №3015053 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ნინოშვილის ქ. N69-ში (ნაკვეთი N3/22) სს "შოდა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის რეკონსტრუქციის (საოფისე ბლოკი "ა") არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 6 იანვრიდან 2018 წლის 9 იანვრის ჩათვლით. აქტში დამკვეთად დაფიქსირდა: სს „შოდა“ (202886145). წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 05.01.2017 წლის №3015053 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად, ახალი მესაკუთრის - შ.პ.ს „ბილდია“-ს (404535035) დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია – №882017292176; მომზ. თარიღი: 19/04/2017 13:14:25) მიხედვით, ქ. თბილისში, ნინოშვილის ქ. N69-ში (ნაკვეთი N3/22) მდებარე (საკ. კოდი №01.16.01.003.022) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შ.პ.ს „ბილდია“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №404535035). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია: B17035883, მომზადების თარიღი: 05/04/2017 13:38:04) შ.პ.ს „ბილდია“-ს დირექტორია არჩილ მიქანაძე, რომელიც დარეგისტრირებულია თანაგანმცხადებლად. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შ.პ.ს „ბილდია“-ს საკუთრებას, რომლის წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შ.პ.ს „ბილდია“-ს დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57–ე დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 05.01.2017 წლის №3015053 ბრძანებაში და დამკვეთად სს „შოდა“-ს ნაცვლად დაფიქსირდეს შ.პ.ს „ბილდია“ (ს/კ კოდი: №404535035). სამსახურის 05.01.2017 წლის №3015053 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 05.01.2017 წლის №3015053 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 May 2017Decision3253332 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal