ქალაქი თბილისი , მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 3253314
- Decision date
- 18 May 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კახა კუმელაშვილი
- Developer (company ID)
- 406058126
Parcel
- Cadastral code
- 01.11.17.006.917
- Owner
- კახა კუმელაშვილი (P/N: *********47)
- Area
- 2,000 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.17.006.917Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1498381
- Status
- Approved
- Registered
- 25 April 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 23 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 May 2017Decision3253314 - Granted
- 18 May 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3025022 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 25 აპრილის №AR1498381 განცხადებით მომართა კახა კუმელაშვილმა და მოითხოვა, ამავე სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3025022 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3025022 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, სექტორი გლდანი, მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ: N 01.11.17.006.917, მრავალფუნქციური შენობის ( საყოფაცხოვრებო, საწარმო, დამხმარე, ავტო-ტექმომსახურების ობიექტი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 30 დეკემბრიდან 2017 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3025022 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაცაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს ,,კ-მოტორსის,, (ს/კ:406058126) დაფიქსირებას. მიწის ნაკვეთის ს/კ: N 01.11.17.006.917 მესაკუთრეს, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882017139255, მომზადების თარიღი: 2017 წლის 24 თებერვალი, 13:47:28) თანახმად, წარმოადგენს შპს ,,კ-მოტორსი,, (ს/კ:406058126). „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთის ს/კ: N N 01.11.17.006.917, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,კ-მოტორსი,, (ს/კ:406058126) და მის მიერ უფლებამოსილი პირი კახა კუმელაშვილი სამსახურს მომართავს ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირების მოთხოვნით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3025022 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,კ-მოტორსი,, (ს/კ:406058126). 2. სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3025022 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 დეკემბრის №3025022 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal