ქალაქი თბილისი , გამზირი ქეთევან წამებული , N 69 , (ნაკვ.38/024)
Decision
- Decision number
- 3244795
- Decision date
- 4 May 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- იზარი მარუაშვილი
- Developer (company ID)
- 204873388
Parcel
- Cadastral code
- 01.17.13.038.024
- Owner
- შპს "ველაჯიო" (204469413)
- Area
- 3,689 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.13.038.024Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1498944
- Status
- Approved
- Registered
- 27 April 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 4 May 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის – სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1498944 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: #01.17.13.038.011) დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ, შემდეგს: 2016 წლის 27 მაისს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების 15–ე მუხლის თანახმად, ,,უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტის შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად)“. 2009 წლის 5 ივნისიდან 2014 წლის 30 დეკემბრამდე თბილისის ტერიტორიის მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირება განსაზღვრული იყო ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილების შესაბამისად, ხოლო 2014 წლის 30 დეკემბრიდან მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირება განისაზღვრებოდა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–105 გადაწყვეტილების შესაბამისად. 2016 წლის 27 მაისს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილება. ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 და ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–105 გადაწყვეტილებებისა და „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების ნახვა შესაძლებელია ვებ.გვერდზე – matsne.gov.ge. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.მოცემულ მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) წარმოადგენს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას, მათ შორის კარკასს, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით (იხ. დანართი). გაცნობებთ, რომ თქვენს დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი: #01.17.13.038.011) 2009 წლიდან დღემდე, ფუნქციური ზონის ცვლილება არ განხორციელებულა და დღეის მდგომარეობით ვრცელდება საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2). ხოლო ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების თანახმად საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2), მაღალი ინტენსივობის შერეული საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2–ში განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 25%-ის. ხოლო რაც შეეხება მიწის ნაკვეთისთვის გაცემულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას, საჭიროა ელექტრონული განცხადება ატვირთოთ ჩვენი სამსახურის ვებ გვერდზე, http://tas.ge/–ზე შესაბამის ნომენკლატურაში კერძოდ: საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.
Show moreShow less
- 4 May 2017Decision3244795 - Granted
- 27 April 2017Files uploaded
Documents
Other files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal