ქალაქი თბილისი , ქუჩა ნინოშვილი , N 69 , (ნაკვეთი N3/22)
Decision
- Decision number
- 3254772
- Decision date
- 17 May 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავითი ჭელიძე
- Developer (company ID)
- 404535035
Parcel
- Cadastral code
- 01.16.01.003.022
- Owner
- სააქციო საზოგადოება "შოდა" (202886145)
- Area
- 1,307 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.16.01.003.022Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1500013
- Status
- Approved
- Registered
- 1 May 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 16 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 17 May 2017Decision3254772 - Granted
- 17 May 2017City answer
სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1500013 ელექტრონული განაცხადი ქ. თბილისში, ნინოშვილის ქ. #69-ში (ს/კ #01.16.01.003.022) მშენებლობასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ, რომ 2016 წლის 16 აგვისტოს #2781264 ბრძანებით ქ. თბილისში, ნინოშვილის ქ. #69-ში, #01.16.01.003.022 საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისათვის დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. 2016 წლის 26 სწქტემბრის #2855629 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 16.08.2016 წ. #2781264 ბრძანებით დამტკიცებულ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში, კერძოდ: გაუქმდა მიწის ნაკვეთის უკანა ეზოსთვის დასმული განაშენიანების რეგულირების ხაზები და დაემატა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს სხდომის ოქმი N45 (01.09.2016 წ.), ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სხდომის ოქმი. 2016 წლის 22 დეკემბრის #3011404 ბრძანებით ქ. თბილისში (სექტორი –ჩუღურეთი), ნინოშვილის ქ. #69-ში (ნაკვეთი N3/22) სს "შოდა"ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა არსებული #04/1 და #03/1 შენობების დემონტაჟისა და მის ნაცვლად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის - ბლოკი "ბ" - განთავსების არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2017 წლის 05 იანვრის #3015053 ბრძანებით ქ. თბილისში (სექტორი –ჩუღურეთი), ნინოშვილის ქ. #69-ში (ნაკვეთი N3/22) სს "შოდა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა განთავსებული შენობის რეკონსტრუქციის (საოფისე ბლოკი "ა") არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2017 წლის 06 იანვრის #3035563 ბრძანებით ქ. თბილისში (სექტორი –ჩუღურეთი), ნინოშვილის ქ. #69-ში (ნაკვეთი N3/22) სს "შოდა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა განთავსებული #02/1 და #06/1 შენობის დემონტაჟისა და მის ნაცვლად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის - ბლოკი "გ" - განთავსების არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2017 წლის 25 აპრილს #AR1498230, #AR1498233 და #AR1498236 ელექტრონული განცხადებებით სამსახურს მომართა მოქალაქე ზურაბ აბზიანიძემ და მოითხოვა #3011404, #3035563 და #3015053 ბრძანებებში ცვლილებების შეტანა, რომლის საფუძველზე სამსახურში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით და ობიექტზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7) დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. დამატებით გაცნობებთ, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2012 წლიდან დოკუმენტბრუნვას აწარმოებს ელექტრონული სახით. სამსახურის მიერ 2012-2017 წლების ინფორმაცია გამოტანილია ვებ–გვერდზე (www.tas.ge) და არის საჯარო. ნებისმიერი დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ობიექტების ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული ობიექტის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.
Show moreShow less
- 1 May 2017Files uploaded
Documents
Other files1
- image****-**-**-****20.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal