ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N134
Decision
- Decision number
- 3291763
- Decision date
- 31 May 2017
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზურაბ ნადირაძე
- Developer (company ID)
- 202455397
Parcel
- Cadastral code
- 01.13.01.004.138
- Owner
- შპს "ბიესი" (202455397)
- Area
- 3,997 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.01.004.138Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Special
- Sub-zone
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1503382
- Status
- Rejected
- Registered
- 12 May 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 19 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 31 May 2017City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა 2017 წლის 12 მაისის #AR1503382 განცხადება, ამავე სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის #1446928 და 2015 წლის 13 აგვისტოს #2061278 ბრძანებებში მიწის ნაკვეთის ფართობისა და საკადასტრო კოდის შეცვლის თაობაზე. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის #1446928 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – დიდუბე, დიდი დიღომი–გლდანის მაგისტრალსა და ბელიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, შპს "ბიესი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.13.01.004.123), სავაჭრო–საოფისე შენობა–ნაგებობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 15 სექტემბრიდან 2015 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს #2061278 ბრძანებით ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N134, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.13.01.004.123), მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 13.08.2015 -დან 13.01.2016-ის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის #1446928 და 2015 წლის 13 აგვისტოს #2061278 ბრძანებებში ცვლილების შეტანა და განმარტებულია, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების კორექტირების გამო შეიცვალა ნაკვეთის ფართობი და შესაბამისად, საკადასტრო კოდი, რის საფუძველზეც 2017 წლის 31 იანვარს საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ მომზადდა ახალი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. სამსახურის მიერ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2014 წლის 15 სექტემბრის #1446928 ბრძანებაში მითითებულია: მიწის ნაკვეთის ფართობი - 4000.0 კვ.მ, ს.კ. #01.13.01.004.123. რაც შეეხება 2017 წლის 12 მაისის #AR1503382 განაცხადში აღნიშნულ მოთხოვნას, იგი წარმოადგენს შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის ნაწილს და მისი ცვლილება საჭიროებს არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, არამედ სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (პროექტის კორექტირებას). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნება 2014 წლის 15 სექტემბრის #1446928 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილების (პროექტის კორექტირების) მოთხოვნით წარმოდგენილი განაცხადისა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. აქვე განგიმარტავთ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 31 May 2017Decision3291763 - Refused
- 12 May 2017Files uploaded
Documents
Other files1
- mindobiloba da gapis cvlileba.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal