OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ქინძმარაული , N 5 და 10

AR1510340Construction permitOther use1 June 2017- Samgori
Sign in to follow

Decision

Decision number
3326620
Decision date
23 June 2017
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ავთანდილ ლომსაძე
Developer (company ID)
208213878

Parcel

Cadastral code
01.19.33.001.111
Owner
სააქციო საზოგადოება "ორბელი 91" (208213878)
Area
21,626 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1510340
Status
Approved
Registered
1 June 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
22 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 June 2017City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 02 ივლისის №732232 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 01 ივნისის #AR1510340 განცხადებით მომართეს ავთანდილ ლომსაძემ და ბესარიონ ჩხაიძემ და მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 02 ივლისის №732232 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2013 წლის 02 ივლისის №732232 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-სამგორი, ქინძმარაულის ქ. #5-ში და 10-ში, სს „ორბელი 91“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.19.33.001.111) საწარმოო, საოფისე შენობა–ნაგებობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 03 ივლისიდან 2014 წლის 03 ივლისის ჩათვლით. ვინაიდან მშენებლობის ნებართვის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 03 ივლისის ჩათვლით, სამსახურის 2013 წლის 02 ივლისის №732232 ბრძანება, ვადის გასვლის გამო, ნებართვის გაცემის ნაწილში, ძალადაკარგულია. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882017193994, მომზადების თარიღი: 16/03/2017 12:27:36) თანახმად, ქ. თბილისში, ქინძმარაულის ქ. #5-ში და 10-ში, #01.19.33.001.111 საკადასტრო კოდით აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება „ორბელი-91“ (208213878). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია -B17045631, მომზადების თარიღი: 24/04/2017 14:23:46), სს „ორბელი-91“-ის დირექტორია ბესარიონ ჩხაიძე, რომელიც დარეგისტრირებულია თანაგანმცხადებლად. ასევე, განმცხადებლების მიერ წარმოდგენილია შესაბამისი ფოტომასალა. განმცხადებლების განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვენ 2013 წლის 02 ივლისის №732232 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ავთანდილ ლომსაძის და ბესარიონ ჩხაიძის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს ავთანდილ ლომსაძის და ბესარიონ ჩხაიძის 2017 წლის 01 ივნისის #AR1510340 განაცხადი. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 02 ივლისის №732232 ბრძანება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 23 June 2017Decision3326620 - Granted
  3. 7 June 2017City answer
  4. 7 June 2017Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal