OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა მაისურაძე , N 11 , (ნაკვ. 04/007) / ქალაქი თბილისი , ვერკეთილი, ზემო პლატო , თრიალეთის N 54-ის მიმდებარედ

AR1512290Construction permitOther use21 June 2017- Varketili
Sign in to follow

Decision

Decision number
3351513
Decision date
26 June 2017
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ბესიკ თოდუა
Developer (company ID)
401958841

Parcel

Cadastral code
01.19.20.004.043
Owner
შპს "კალო" (401958841)
Area
1,268 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1512290
Status
Approved
Registered
21 June 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
5 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 June 2017City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246883 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 21 ივნისს №AR1512290 განაცხადით მომართა ბესიკ თოდუამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246883 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246883 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - სამგორი, ქუჩა მაისურაძე, N11, (ნაკვ. 04/007) / ქალაქი თბილისი, ვერკეთილი, ზემო პლატო, თრიალეთის N 54-ის მიმდებარედ, შპს „კალო“ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.19.20.004.043), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია აღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად 1349.91 კვ.მ-ის ნაცვლად 1342.02 კვ.მ-ის და შესაბამისად საერთო ფართობად 8390.27 კვ.მ-ის ნაცვლად 8382.38 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა სათანადო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მაჩვენებლები შეესაბამება სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246883 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს და განმცხადებლის მოთხოვნა აქტში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246883 ბრძანებაში, კერძოდ, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: ავტოსადგომის ფართობი 1342.02 კვ.მ და საერთო ფართობი 8382.38 კვ.მ. სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246883 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №3246883 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 June 2017Decision3351513 - Granted
  3. 23 June 2017City answer

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal