OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ქუჩა მეფე მირიანი , N 96

AR1515178ReconstructionOther use17 June 2017- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
3337817
Decision date
20 June 2017
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლაშა ჩოხელი
Developer (company ID)
205307103

Parcel

Cadastral code
01.72.14.040.418
Owner
ი.ბ.ა. " დიღომი-288 "
Area
2,151 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1515178
Status
Rejected
Registered
17 June 2017
Type
Reconstruction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 June 2017City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლის პასუხადაც გაცნობებთ შემდეგს: საპროექტო ფოტომონტაჟზე ასახული სამუშაოები (ვერანდის ამოშენება-შემინვა) საკითხი ცდება I კლასს და მიეკუთვნება ისეთი კლასის რეკონსტრუქციას, რომელიც საჭიროებს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად (გარდა განსაზღვრული გამონაკლისებისა). ამათგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდეგი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ვინაიდან სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოიცავს ფართის მიშენებას თუმცა აღნიშნული სამუშაოებით არ ეხება მიწას, ამისათვის საკითხი უნდა დააყენოთ II (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) და III (მშენებლობის ნებართვის გაცემა) სტადიების კუთხით. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან ახალი განცხადებით უნდა აირჩიოთ შემდეგი სახის ნომენკლატურა: "მშენებლობის ნებართვა"––> „საცხოვრებელი ობიექტები“, ქმედებები "რეკონსტრუქცია"––> „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი“ და შეავსოთ შესაბამისი ველები. თუმცა, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების თანახმად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე აკრძალულია დაშენება, გარდა შემდეგი გამონაკლისისა: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა ნებადართულია ერთიანი პროექტის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით. ასევე, მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტურად და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილ იქნეს შესაბამისი საექსპერტო შეფასება. ამასთანავე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. სამსახური ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური თქვენს მოთხოვნას, მსგავსი სახით შემინვასთან დაკავშირებით ვერ დააკმაყოფილებს.

    Show more
  2. 20 June 2017Decision3337817 - Refused
  3. 17 June 2017Files uploaded

Documents

Other files4

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal