ქალაქი თბილისი , ქუჩა მარაბდა , N 39 / ქალაქი თბილისი , მარაბდის ქუჩა N39-ის მიმდებარედ / ქალაქი თბილისი , მარაბდის ქუჩისა და კუს ტბის საქვაბისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ/ ქალაქი თბილისი , მარაბდის ქუჩისა და კუს ტბის საქვაბისაკენ მიმავალი გზის კუთხეში./ ქალაქი თბილისი , მარაბდის ქუჩა N39-ის მიმდებარედ
Applicant
- Name
- ჯანსუღ ბაბუნაშვილი
- Developer (company ID)
- 405091396
Parcel
- Cadastral code
- 01.14.11.063.033
- Owner
- შპს ნოვე დეველოპმენტი (405091396)
- Area
- 2,264 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.11.063.033Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1515240
- Status
- Rejected
- Registered
- 18 June 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 June 2017City answer
თქვენი 2017 წლის 18 ივნისის #AR1515240 განცხადების პასუხად გაცნობებთ, ქ. თბლისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3284465 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ქუჩა მარაბდა, N 39/ქალაქი თბილისი, მარაბდის ქუჩა ნ39-ის მიმდებარედ/ქალაქი თბილისი, მარაბდის ქუჩისა და კუს ტბის საქვაბისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ/ქალაქი თბილისი, მარაბდის ქუჩისა და კუს ტბის საქვაბისაკენ მიმავალი გზის კუთხეში/ქალაქი თბილისი, მარაბდის ქუჩა ნ39-ის მიმდებარედ, შპს "ნოვე დეველოპმენტ"-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.14.11.063.033), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. მოგვიანებით, 2017 წლის 15 ივნისის #AR1513003 განცხადებით სამსახურს მომართა გიორგი ინასარიძემ და მოითხოვა 2017 წლის 30 მაისის №3284465 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნული განცხადება, დღეის მდგომარეობით, განხილვის პროცესშია და მიღებული გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება კანონით დადგენილი წესით. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. მოცემულ შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში, ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამავე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცეულ შემთხვევაში, არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი და შესაბამისად, სამსახური თქვენს 2017 წლის 18 ივნისის #AR1515240 განცხადებაში აღნიშნულ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. თუ თვლით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით და სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3284465 ბრძანებით ირღვევა თქვენი კანონიერი უფლებები და ინტერესები, მათი გასაჩივრება შესაძლებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), მათი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal