ქალაქი თბილისი , გამზირი ი. ჭავჭავაძის გამზირზე "დოსააფის" შენობის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 3511122
- Decision date
- 4 September 2017
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თამაზი მურვანიძე
- Developer (company ID)
- 405012837
Parcel
- Cadastral code
- 01.14.07.011.001
- Owner
- შპს "ზიმო" (211338015)
- Area
- 1,819 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.07.011.001Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1517032
- Status
- Rejected
- Registered
- 23 June 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 73 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 4 September 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2017 წლის 23 ივნისის #AR1517032 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე „დოსააფის“ შენობის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.14.07.011.001) სასტუმროს განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. პასუხად გაცნობებთ, რომ საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით: წიწვოვანი ნარგავებით გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე. წარმოდგენილი ტერიტორიის სამშენებლო განვითარების თაობაზე სამსახურში რეგულარულად ფიქსირდება მოსახლეობის საჩივრები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებას, მათი ინფორმაციით ტერიტორიაზე მშენებლობის წარმოების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება მიმდებარე განაშენიანებას და გზას. სამსახურის წესდების (დებულების) თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ასევე, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას განეკუთვნება ქ. თბილისის ტერიტორიულ-სივრცითი მოწყობის პოლიტიკის რეალიზაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავება, მათში ცვლილებების შეტანა და დადგენილი წესით მათი დამტკიცება. გარდა ამისა, ამავე დებულების შესაბამისად, სამსახურის კომპეტენციას წარმოადგენს ქალაქის მშენებლობისა და კეთილმოწყობის რეგულირება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესების, მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს შექმნის, კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების, ბუნებრივი რესურსებისა და ფასეულობების, მათ შორის, სარეკრეაციო რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და დაცვის მიზნით; ხოლო კანონის ამოცანას წარმოადგენს, ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ქალაქს აკლია აქტიურად გამწვანებული საქალაქო მნიშვნელობის რეკრეაციული ადგილები და დღევანდელი მდგომარეობით მთავარი პრიორიტეტია ქალაქში ხე–ნარგავების მაქსიმალური შენარჩუნება და აღდგენა, აღნიშნული ქალაქგეგმარებითი ერთეული უნდა შენარჩუდეს. მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების პირობების დადგენა სხვა მიმართულებით წაიყვანს მოცემული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარებას და სამომავლოდ მიმდებარე ტერიტორიის განვითარების არასწორ პრეცედენტს შექმნის. შესაბამისად, სამსახურს მიაჩნია, რომ მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს შექმნა, ბუნებრივი რესურსებისა და ფასეულობების, მათ შორის, სარეკრეაციო რესურსების ეფექტიანი გამოყენება და დაცვა წარმოადგენს იმ საჯარო ინტერესს, რომელიც დაცულ და გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც კერძო სექტორის ასევე სახელმქიფოს მხრიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი 2017 წლის 23 ივნისის #AR1517032 განცხადება.
Show moreShow less
- 4 September 2017Decision3511122 - Refused
- 23 June 2017Files uploaded
- 23 June 2017Files uploaded
- 23 June 2017Files uploaded
- 23 June 2017Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- TOPO.dwg
Other files6
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal