ქალაქი თბილისი , ქუჩა ანა პოლიტკოვსკაია , N 50 , კორპუსი 1-2
Decision
- Decision number
- 3396553
- Decision date
- 13 July 2017
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თეა უგულავა
- Developer (company ID)
- 205044316
Parcel
- Cadastral code
- 01.14.05.003.004
- Owner
- შპს "მ.მ.მ.-კომპანი" (205044316) (205044316)
- Area
- 3,970 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.05.003.004Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1521959
- Status
- Not reviewed
- Registered
- 11 July 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 July 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 ივნისის #10-01171723642 გზავნილით (სამსახურში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი: #12-0117173134-60, 22.06.2017), შემოვიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის #1-1454 ბრძანება. აღნიშნული ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნინო პაპიტაშვილის, ნინო რევიშვილის და ელისო ოსაძის 2017 წლის 13 მარტის #19/01100723778-10 ადმინისტრაციული საჩივარი ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის №3098055 ბრძანება და სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაბამისი სამართლებრივი მსჯელობის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია: ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება): ა.ა) II, III და IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის – არაუმეტეს 10 დღისა; ა.ბ) ბახმაროს, ბაკურიანისა და ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის (გარდა V კლასის შენობა-ნაგებობებისა) – არაუმეტეს 15 დღისა; ა.გ) ყველა კლასის იმ შენობა-ნაგებობებისათვის (გარდა V კლასის შენობა-ნაგებობებისა), რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას – არაუმეტეს 15 დღისა; ა.დ) V კლასის შენობა-ნაგებობებისათვის – არაუმეტეს 30 დღისა; ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) – არაუმეტეს 18 დღისა; IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ბახმაროს, ბაკურიანისა და ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის, აგრეთვე ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და V კლასის შენობა-ნაგებობებისათვის – არაუმეტეს 20 დღისა; (23.06.2016 N 275 ამოქმედდეს 2016 წლის 20 ივნისიდან) გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – არა უმეტეს 5 დღისა, ხოლო V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის– არაუმეტეს 10 დღისა. ამავე დადგილების 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მიმართავს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება. ხოლო 54-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ სამსახურს 2017 წლის 22 ივნისს ჩაბარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის #1-1454 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის №3098055 ბრძანება და სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაბამისი სამართლებრივი მსჯელობის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა. ვინაიდან მოქალაქე გიორგი ავალიშვილის 2017 წლის 3 თებერვლის AR1475877 განცხადება შეეხება მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემას, მისი განხილვის და ზემოაღნიშნული ბრძანებით აღსრულების კანონმდებლობით დადგენილი ვადაა 5 სამუშაო დღე. აღნიშნული ვადა გავიდა 29 ივნისს. ვინაიდან, კანონმდელობით დადგენილ ვადაში სამსახურის მიერ არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ითვლება.
Show moreShow less
- 13 July 2017Decision3396553
- 11 July 2017Files uploaded
Documents
Other files1
- dadgenileba.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal