ქალაქი თბილისი , დიღმის მასივი , კვარტალი I წიგნის ფაბრიკის საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ (ნაკვ.4/16))
Decision
- Decision number
- 3393617
- Decision date
- 12 July 2017
- Outcome
- Granted
- Construction period
- 7 July 2015 – 7 July 2018
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე ქობალია
- Developer (company ID)
- 220355835
Parcel
- Cadastral code
- 01.13.04.004.016
- Owner
- ამხანაგობა "დიღომი-5/1" (202346513)
- Area
- 3,108 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.04.004.016Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1522069
- Status
- Approved
- Registered
- 12 July 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 0 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 July 2017City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 07.08.2015 წლის №2055740 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 12.07.2017 წლის №AR1522069 განცხადებით მომართა ბესიკი ხაინდრავას მინდობილმა პირმა ალექსანდრე ქობალიამ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: #170775394) და მოითხოვა ამავე სამსახურის 07.08.2015 წლის №2055740 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 07.08.2015 წლის №2055740 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი დიდუბე, დიღმის მასივი, კვარტალი I წიგნის ფაბრიკის საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ, (ნაკვ.4/16), თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე ( საკ.კოდი N01.13.04.004.016), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 07 ივლისიდან 2018 წლის 07 ივლისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთებად დაფიქსირდნენ ავთანდილ მელაშვილი და ნუკრი სიხარულიძე. წარმოდგენილი განცხადებით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 07.08.2015 წლის №2055740 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად, ავთანდილ მელაშვილისა და ნუკრი სიხარულიძის ნაცვლად, შპს „ცერერა“-ს დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N882017614595; მომზადების თარიღი: 12/07/2017 13:56:16) მიხედვით, ქ. თბილისში, სექტორი-დიდუბე, დიღმის მასივი, კვარტალი I ფაბრიკის საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ (ნაკვ. 4/16) არსებული მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი: #01.13.04.004.016) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ცერერა“ (ID ნომერი: 220355835). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია -B17067427, მომზადების თარიღი: 26/06/2017 17:39:49) შპს „ცერერას“-ს დირექტორია ბესიკი ხაინდრავა (პ/ნ 19001002938). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „ცერერა“-ს საკუთრებას, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ცერერას “-ს დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57–ე დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 07.08.2015 წლის №2055740 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „ცერერა“ (ს/კ კოდი: №220355835 ). 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 07.08.2015 წლის №2055740 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 July 2017Decision3393617 - Granted
- 11 July 2017Files uploaded
Documents
Other files1
- image****-**-**-****54.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal