ქალაქი თბილისი , ქუჩა III რეხი
Decision
- Decision number
- 3457024
- Decision date
- 8 August 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კარენ სოკრატიანი
- Developer (company ID)
- 400203784
Parcel
- Cadastral code
- 01.16.08.005.034
- Owner
- ნინო ყანჩელაშვილი-თათელაძე (P/N: *********68)
- Area
- 959 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.16.08.005.034Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1529343
- Status
- Approved
- Registered
- 2 August 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 August 2017Decision3457024 - Granted
- 8 August 2017City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 აგვისტოს №3424641 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 2 აგვისტოს №AR1529343 განცხადებით მომართა კარენ სოკრატიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 1 აგვისტოს №3424641 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 1 აგვისტოს №3424641 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-ჩუღურეთი, ქუჩა III რეხი, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი № 01.16.08.005.034), განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 აგვისტოდან 2018 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია აღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში ჩანაწერი „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 01 აგვისტოდან 2018 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით”, ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით.” სამსახურმა სათანადო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის 2017 წლის 2 აგვისტოს №AR1529343 განცხადებით დაყენებული მოთხოვნა შეესაბამება სამსახურის 2017 წლის 1 აგვისტოს №3424641 ბრძანებას და განმცხადებლის მოთხოვნა აქტში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 აგვისტოს №3424641 ბრძანებაში, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაფიქსირდეს ჩანაწერი „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით.” 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 აგვისტოს №3424641 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 August 2017Files uploaded
Documents
Other files1
- poss.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal