ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი, ხატაეთის ქუჩა N38
Decision
- Decision number
- 3501840
- Decision date
- 12 September 2017
- Outcome
- Granted
- Construction period
- 9 June 2017 – 9 October 2017
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ძაგული ბეჟანიშვილი
- Developer (company ID)
- 205298667
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.035.549
- Owner
- მურათ ბექარ (P/N: *********91) (P/N: *********91)
- Area
- 1,097 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.035.549Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1534266
- Status
- Approved
- Registered
- 21 August 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 September 2017City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 ივნისის №3310398 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 21 აგვისტოს №AR1534266 განცხადებით მომართა მოქ. ძაგული ბეჟანიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 08 ივნისის №3310398 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 ივნისის №3310398 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, სოფელი დიღომში, ე.ს. ამხანაგობა ,,გეოთურის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ: №01.72.14.035.549 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 09 ივნისიდან 2017 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტის ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საზაფხულო ფართობად მითითებულია 311.8 კვ.მ ნაცვლად 291,7 კვ.მ-სა. სამსახურმა 2017 წლის 21 აგვისტოს №AR1534266 განცხადებით წარმოდგენილი შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა სამსახურის 2017 წლის 08 ივნისის №3310398 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და 2017 წლის 08 ივნისის №3310398 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 ივნისის №3310398 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საზაფხულო ფართობად მიეთითოს 291,7 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 ივნისის №3310398 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 ივნისის №3310398 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 September 2017Decision3501840 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal