OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი

AR1536921Construction permitOther use1 September 2017- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
3514297
Decision date
4 September 2017
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თეონა კვიკვინია
Developer (company ID)
405206708

Parcel

Cadastral code
01.72.14.039.674
Owner
ჟანა ძებნიაური (P/N: *********71)
Area
1,450 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1536921
Status
Approved
Registered
1 September 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 4 September 2017City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 21 აგვისტოს №3485545 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 1 სექტემბრის #AR1536921 განცხადებით მომართა თეონა კვიკვინიამ და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 21 აგვისტოს №3485545 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად ჟანა ძებნიაურის ნაცვლად შპს „მეგა დეველოპმენტი“-ს დირექტორის თეონა კვიკვინიას დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 21 აგვისტოს №3485545 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.72.14.039.674), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 21 აგვისტოდან 2020 წლის 21 თებერვლის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2017 წლის 21 აგვისტოს №3485545 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად ჟანა ძებნიაურის ნაცვლად შპს „მეგა დეველოპმენტი“-ს თეონა კვიკვინიას დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N882017782818; მომზადების თარიღი: 25.08.2017 16:46:26 ) მიხედვით, ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში N01.72.14.039.674 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „მეგა დეველოპმენტი“, ID ნომერი: 405206708. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია -B17051832, მომზადების თარიღი: 11.05.2017) „მეგა დეველოპმენტი“-ს დირექტორია თეონა კვიკვინია (პ/ნ 58001005154), რომელიც 2017 წლის 1 სექტემბრის #AR1536921 განცხადებაში დარეგისტრირებულია განმცხადებლად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „მეგა დეველოპმენტი“-ს საკუთრებას, რომლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „მეგა დეველოპმენტი“-ს დირექტორის თეონა კვიკვინიას დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57–ე დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 21 აგვისტოს №3485545 ბრძანებაში და დამკვეთად ჟანა ძებნიაურის ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „მეგა დეველოპმენტი“ (ს/კ კოდი: №405206708). 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 21 აგვისტოს №3485545 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 4 September 2017Decision3514297 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal