ქალაქი თბილისი , რაფიელ დვალის ქუჩა , N 3
Decision
- Decision number
- 3536329
- Decision date
- 13 September 2017
- Outcome
- Granted
- Construction period
- 5 July 2017 – 5 July 2018
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნუგზარი მღვდელაძე
- Organization
- 3589
- Developer (company ID)
- 206149522
Parcel
- Cadastral code
- 01.19.39.026.014
- Owner
- შპს "ვარკეთილაირი" (206149522)
- Area
- 1,943 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.39.026.014Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1537751
- Status
- Approved
- Registered
- 5 September 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 September 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 ივლისის №3370203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 5 სექტემბრის №AR1537751 განცხადებით მომართა შპს „გუმბათის“ (ს/კ:406157180) დირექტორმა ნუგზარ მღვდელაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 5 ივლისის №3370203 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 ივლისის №3370203 ბრძანებით შეთანხმდა: ქ.თბილისში, რაფიელ დვალის ქუჩა N3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კN 01.19.39.026.014), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 05 ივლისიდან 2018 წლის 05 ივლისის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა შპს ,,ვარკეთილარი’’ (ს/კ:206149522). წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებელი ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 ივლისის №3370203 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილებას და შპს ,,ვარკეთილარი’’ (ს/კ:206149522) ნაცვლად შპს „გუმბათის“ (ს/კ406157180) დაფიქსირებას. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შპს ,,ვარკეთილარის’’ (ს/კ:206149522) და შპს ,,გუმბათის“ (ს/კ406157180) წარმომაგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმაოდგენს ნუგზარი მღვდელაძე, რომელიც სამსახურს მომართავს ბრძანებაში შპს „გუმბათის“ (ს/კ406157180) დამკვეთად დაფიქსირების მოთხოვნით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 ივლისის №3370203 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „გუმბათი“ (ს/კ406157180). 2. სამსახურის 2017 წლის 5 ივლისის №3370203 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 ივლისის №3370203 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 September 2017Decision3536329 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal