ქალაქი თბილისი , დიღომი
Decision
- Decision number
- 3538195
- Decision date
- 29 September 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით დემურაშვილი
- Developer (company ID)
- 425362831
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.014.764
- Owner
- მანანა დემურაშვილი (P/N: *********90)
- Area
- 1,800 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.014.764Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1538341
- Status
- Approved
- Registered
- 7 September 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 29 September 2017Decision3538195 - Granted
- 29 September 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3119391 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 07 სექტემბრის №AR1538341 განაცხადით მომართა დავით დემურაშვილმა და მოითხოვა, ამავე სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3119391 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3119391 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, დიღომში, მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.014.764, მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვად განისაზღვრა 2017 წლის 27 თებერვლიდან 2020 წლის 27 თებერვლის ჩათვლით. წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3119391 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანის“ (ს/კ: №425362831) დაფიქსირებას. მიწის ნაკვეთის ს/კ: №01.72.14.014.764 მესაკუთრეს, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: № 882017808850 , მომზადების თარიღი: 2017 წლის 04 სექტემბერი, 13:05:01) თანახმად, წარმოადგენს შპს „ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი“ (ს/კ: №425362831). „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი“ (ს/კ: №425362831) და მის მიერ უფლებამოსილი პირი დავით დემურაშვილი სამსახურს მომართავს ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირების მოთხოვნით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3119391 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი“ (ს/კ: №425362831). 2. სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3119391 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №3119391 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 September 2017City answer
- 13 September 2017Files uploaded
- 13 September 2017Files uploaded
- 7 September 2017Files uploaded
Documents
Other files1
- 2017_09_07 koreqtirebuli dokumentacia.rarOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal