OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ი.იუმაშევის ქუჩის მარჯვენა , მხარეს რკინიგზის ხიდის მიმდებარედ/ ქალაქი თბილისი , ქუჩა იუმაშევის და წყალკანალის საწყობს შორის

AR1539533Construction permitOther use11 September 2017- Lilo
Sign in to follow

Decision

Decision number
3534147
Decision date
15 September 2017
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ბესიკ დუნდუა
Developer (company ID)
406079586

Parcel

Cadastral code
01.19.26.004.242
Owner
შპს "იბეროილი" (406079586)
Area
8,360 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1539533
Status
Rejected
Registered
11 September 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 15 September 2017City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2017 წლის 11 სექტემბრის #AR1539533 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქ თბილისში, ი. იუმაშევის ქუჩის მარჯვენა მხარეს რკინიგზის ხიდის მიმდებარედ, იუმაშევის და წყალკანალის საწყობს შორის არსებულ ტერიტორიაზე სარკინიგზო ჩიხის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. პასუხად გაცნობებთ, შემდეგს: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ #8 მუხლის მიხედვით დედაქალაქის ქალაქგანვითარების მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, და განაშენიანების რეგულირების წესების მესამე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება სავალდებულოა, როდესაც ხორციელდება 7000 მ2 (0.7 ჰა) და მეტი ფართობის მქონე ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება; განაშენიანების რეგულირების გეგმა - წარმოადგენს ქალაქთმშენებლობით დოკუმენტს, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას. გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან არქიტექტურის სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მიზაშეწონილად მიაჩნია მოცემული ტერიტორიისთვის განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამუშავება. რისთვისაც საკითხი შესაბამისი ესკიზური ვარიანტით უნდა ატვირთოთ www.tas.ge-ზე > ელექტრონულ განაცხადებში > მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები > განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება–ზე. აღნიშნულის განსახორციელებლად უნდა შეცვალოთ ნომენკლატურა, რუკაზე მონიშნოთ გრგ–ს საპროექტო არეალი ახალი კანონმდებლობით მინიმუმ 5000 მ2 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოზე განსახილველად უნდა წარმოადგინოთ საპროექტო წინადადება. გაცნობებთ, რომ სამსახური საკითხის განხილვას შეძლებს მხოლოდ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. - ალბომის სატიტულო მოთხოვნები გრგ დავალების ალბომს უნდა გააჩნდეს: ყდა — სადაც მოცემულია: ტერიტორიის დასახელება, მისამართ(ებ)ი, დაგეგმვის არსი, თარიღი და ადგილი. სატიტულო გვერდ(ებ)ი — სადაც მოცემულია ინფორმაცია: დამკვეთის შესახებ; შემსრულებელის შესახებ; დაინტერესებული სახელმწიფო უწყებ(ებ)ის ან/და მუნიციპალური ორგანოების შესახებ; ჩართული მხარეების შესახებ. სარჩევი — სადაც მოცემულია ალბომის შინაარსი, გრგ ნაწილების და მათი გვერდებზე მდებარეობის მიხედვით. გრგ დავალების ალბომში ყველა ნაწილს, გარდა სატიტულო ნაწილისა, უნდა გააჩნდეს შტამპი, სადაც მითითებული უნდა იყოს მისი განმახორციელებელი პასუხისმგებელი სპეციალისტები და დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერით მათ მიერ. - დაგეგმვის მიზანი და ამოცანები (პირველადი მონაცემების ფარგლებში) გრგ დავალების ალბომის ტექსტურ ნაწილში წარმოადგინეთ გრგ დაგეგმვის მიზნები; გრგ ალბომის დავალების ტექსტურ ნაწილში წარმოადგინეთ გრგ დაგეგმვის ამოცანები; - საინფორმაციო დაფა საპროექტო ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას განთავსებული მინიმუმ A2 გაბარიტების საინფორმაციო დაფა (ფოტოები გადაღებული ახლო და შორი მანძილიდან),ისე რომ ბანერზე ასახული ინფორმაცია იკითხებოდეს, მასზე აღნიშნული უნდა იყოს გრგ–ს დავალებით განსაზღვრული ფუნქციები; მისამართი; ორგანიზაცია; წარმოდგენილ იქნეს მიმდებარე ტერიტორიის ანალიზური კვლევა-საპროექტო ტერიტორიის ჩვენებით; - დაგეგმვის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასება (SWOT) ანალიზი (პირველადი მონაცემების ფარგლებში) მათი სამომავლო შედეგები (ეფექტი); გრგ ალბომის ტექსტურ ნაწილში წარმოადგინეთ პროექტის განხორციელების სარგებლიანობის შეფასება კერძო და საჯარო ინტერესების ჭრილში; - სიტუაციური გეგმა წარმოადგინეთ ნახაზი მასშტაბის დაცვითა და ჩვენებით; წარმოადგინეთ ნახაზი აეროფოტო/ტოპოგრაფიული გეგმის საფუძველზე; წარმოადგინეთ გეგმა საკოორდინატო ბადის ჩვენებით; წარმოადგინეთ გეგმა ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების და საპროექტო ტერიტორიის ქუჩათა ქსელის მონიშვნით; ნახაზზე წარმოადგინეთ შტამპი; შტამპში მიუთითეთ მასშტაბი; შტამპში მიუთითეთ გეგმაში გამოყენებული პირობითი აღნიშვნები; შტამპში მიუთითეთ შემსრულებელი პასუხისმგებელი სპეციალისტ(ებ)ის სახელი და გვარი; შტამპი წარმოადგინეთ შემსრულებელი პასუხისმგებელი სპეციალისტ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ით; - ტოპოგრაფიული

    Show more
  2. 15 September 2017Decision3534147 - Refused
  3. 11 September 2017Files uploaded

Some older entries, and the rest of very long texts, are not shown here.

Documents

Drawings and project files1

  • topo lilo rkinigzaiumashevis q (01.19.26.004.242).dwg

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal