ქალაქი თბილისი , ალეკო გობრონიძის ქუჩა , N 11
Decision
- Decision number
- 3563946
- Decision date
- 25 September 2017
- Outcome
- Granted
- Construction period
- 24 August 2017 – 24 August 2018
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით ლოსაბერიძე
- Developer (company ID)
- 200269583
Parcel
- Cadastral code
- 01.11.17.003.206
- Owner
- შპს "ბალავარი" (200269583)
- Area
- 6,490 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.17.003.206Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1541413
- Status
- Approved
- Registered
- 18 September 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 September 2017City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 23 აგვისტოს №3485509 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 18 სექტემბერს №AR1541413 განცხადებით მომართა დავით ლოსაბერიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 23 აგვისტოს №3485509 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 23 აგვისტოს №3485509 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – გლდანი, ალეკო გობრონიძის ქუჩა #11-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.11.17.003.206), შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის II ეტაპის,"B" ბლოკის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 24 აგვისტოდან 2018 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია აღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობის ნაცვლად 6583.8 კვ.მ-ისა 6564.1 კვ.მ-ის, შესაბამისად საერთო ფართობად 9274.6 კვ.მ-ის ნაცვლად 9254.9 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა სათანადო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მაჩვენებლები შეესაბამება სამსახურის 2017 წლის 23 აგვისტოს №3485509 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს და განმცხადებლის მოთხოვნა აქტში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 23 აგვისტოს №3485509 ბრძანებაში, კერძოდ, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი 6564.1 კვ.მ და საერთო ფართობი 9254.9 კვ.მ. სამსახურის 2017 წლის 23 აგვისტოს №3485509 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 23 აგვისტოს №3485509 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 September 2017Decision3563946 - Granted
- 18 September 2017Files uploaded
Documents
Other files1
- merge.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal