ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი
Decision
- Decision number
- 3601038
- Decision date
- 10 October 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- რუდოლფ ნაზაროვი
- Developer (company ID)
- 204976179
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.034.300
- Owner
- შპს "თბილი სახლი" (204976179) (204976179)
- Area
- 1,100 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.034.300Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1545036
- Status
- Approved
- Registered
- 28 September 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 12 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 10 October 2017City answer
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 ივნისის №232019 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების და 2012 წლის 29 ოქტომბრის №399689 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 28 სექტემბრის #AR1545036 განცხადებით მომართეს რუდოლფ ნაზაროვმა და მალხაზ კურტანიძემ და მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 ივნისის №232019 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების და 2012 წლის 29 ოქტომბრის №399689 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2012 წლის 26 ივნისს ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი #01.72.14.034.300 მიწის ნაკვეთზე დამტკიცდა №232019 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო 2012 წლის 29 ოქტომბრის №399689 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში (საკ. #01.72.14.034.300), შ.პ.ს ,,თბილი სახლი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სამრეწველო საქონლის მაღაზიისა და საგამოფენო დარბაზის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 29 ოქტომბრიდან 2014 წლის 29 აპრილის ჩათვლით. ვინაიდან მშენებლობის ნებართვის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 29 აპრილის ჩათვლით, სამსახურის 2012 წლის 29 ოქტომბრის №399689 ბრძანება, ვადის გასვლის გამო, ნებართვის გაცემის ნაწილში, ძალადაკარგულია. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882016199372, მომზადების თარიღი: 01/04/2016 15:37:41) თანახმად, ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი #01.72.14.034.300 საკადასტრო კოდით აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შპს „თბილი სახლი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია - B17108832, მომზადების თარიღი: 29/09/2017 19:11:34) შპს „თბილი სახლი“-ის დირექტორია მალხაზ კურტანიძე, რომელიც დარეგისტრირებულია თანაგანმცხადებლად. განმცხადებლების მიერ ასევე წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიის ამსახველი შესაბამისი ფოტომასალა. განმცხადებლების განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტების შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვენ 2012 წლის 26 ივნისის №232019 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების და 2012 წლის 29 ოქტომბრის №399689 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს რუდოლფ ნაზაროვის და მალხაზ კურტანიძის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს რუდოლფ ნაზაროვის და მალხაზ კურტანიძის 2017 წლის 28 სექტემბრის #AR1545036 განაცხადი. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 ივნისის №232019 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და 2012 წლის 29 ოქტომბრის №399689 ბრძანება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 10 October 2017Decision3601038 - Granted
- 9 October 2017City answer
- 9 October 2017Files uploaded
Documents
Other files1
- ARSEBULI_SITUACIIS_FOTOEBI_RED.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal