ქალაქი თბილისი , ქუჩა ბოგდან ხმელნიცკი , კორპუსი 2 , მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 3668526
- Decision date
- 28 November 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნოე მეგრელიშვილი
- Developer (company ID)
- 405125608
Parcel
- Cadastral code
- 01.17.11.026.100
- Owner
- ნოე მეგრელიშვილი (P/N: *********61)
- Area
- 857 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.11.026.100Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1555116
- Status
- Approved
- Registered
- 6 November 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 November 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 მაისის №3269315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 06 ნოემბრის №AR1555116 განცხადებით მომართა ნოე მეგრელიშვილმა და მოითხოვა, ამავე სამსახურის 2017 წლის 18 მაისის №3269315 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 მაისის №3269315 ბრძანებით გაიცა: ქ. თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, კორპუსი №2-ის მიმდებარედ, მოქ. ნოე მეგრელიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ: №01.17.11.026.100) მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, კომერციული) არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 18 მაისიდან 2019 წლის 18 მაისის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2017 წლის 18 მაისის №3269315 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს ,,გრანუმი"-ს დაფიქსირებას. მიწის ნაკვეთის ს.კ: №01.17.11.026.100 მესაკუთრეს, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882017993189, მომზადების თარიღი: 2017 წლის 24 ოქტომბერი, 10:36:23) თანახმად, წარმოადგენს შპს ,,გრანუმი" (ს/კ: 405125608). „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთის ს/კ: №01.17.11.026.100 მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,გრანუმი" (ს/კ: 405125608) და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ნოე მეგრელიშვილი სამსახურს მომართავს ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირების მოთხოვნით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 მაისის №3269315 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,გრანუმი" (ს/კ: 405125608). 2. სამსახურის 2017 წლის 18 მაისის №3269315 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 მაისის №3269315 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 November 2017Decision3668526 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal