OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , მეტრო "დიდუბის" მიმდებარედ.

AR1555323CorrectionOther use7 November 2017- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
3673368
Decision date
10 November 2017
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი დვალი
Developer (company ID)
201953118

Parcel

Cadastral code
01.13.03.051.007
Owner
შპს "დიდუბე" (201953118) (201953118)
Area
3,779 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1555323
Status
Rejected
Registered
7 November 2017
Type
Correction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 November 2017Decision3673368 - Refused
  2. 10 November 2017City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ შემდეგს: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის 2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის ამოცანაა „ტერიტორიების და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად სივრცითი მოწყობა განმარტებულია შემდეგნაირად, „სივრცითი მოწყობა – ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებასა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კუტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. ამავე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, „სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განმახორციელებლები – დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები“ ანუ სივრცით–ტერიტორიული დაგეგმვის განმახორციელებლები შეიძლება იყვნენ: დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად, „ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები, უფლებამოსილი სამსახურების სახით“ და გამომდინარე აქედან, ჩვენს შემთხვევაში უფლებამოსილი სამსახურია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, რომელსაც ასევე გააჩნია მონიტორინგის ფუნქცია. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმხორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილების მე–2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ–ერთი მიზანია „მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება,“ ამავე მუხლის ,,ტ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის ცალკეული უბნების რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზება, ხოლო ამავე მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური უზრუნველყოფს მის ფუნქციებში შემავალი თბილისის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირებას, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზს, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილების შეფასებას. ზემოხსენებული დადგენილების მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურს თავისი ფუქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს, „განიხილოს შენობა–ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეხამება“ და „მოამზადოს თბილისის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექტო–საინვესტიციო წინადადებები.“ აქედან გამომდინარე, სამსახური ვალდებულია სრულად დაიცვას და გაითვალისწინოს საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება“ და შესაბამისად სამსახური ვერ მიიღებს საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. საკითხის განხილვის შედეგად გაცნობებთ, რომ სამსახურს შესაძლებლად არ მიაჩნია წარმოდგენილი კორექტირებული ფოტომონტაჟის მიხედვით ცვლილების განხორციელება და თვლის, რომ ტერიტორიის განვითარება უნდა განხორციელდეს სამსახურის მიერ 09.10.2014წ. შეთანხმებული №1533214 გადაწყვეტილების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით გაცნობებთ რომ სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.

    Show more
  3. 7 November 2017Files uploaded
  4. 7 November 2017Files uploaded

Documents

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal