ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 49ბ , (ნაკვ. 8/6)
Decision
- Decision number
- 3685196
- Decision date
- 15 November 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ელგუჯა მხეიძე
- Organization
- 17460
- Developer (company ID)
- 405144703
Parcel
- Cadastral code
- 01.14.07.008.123
- Owner
- შპს "ალიანსი" (445453526)
- Area
- 5,820 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.14.07.008.123Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1558126
- Status
- Approved
- Registered
- 15 November 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 0 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 November 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 ნოემბრის №3653964 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 15 ნოემბრის №AR1558126 განცხადებით მომართა ელგუჯა მხეიძემ და მოითხოვა, ამავე სამსახურის 2017 წლის 1 ნოემბრის №3653964 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 ნოემბრის №3653964 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, N49ბ-ში (ნაკვ. 8/6), შპს ,,ალიანსი თბილისის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ №01.14.07.008.123, მრავალფუნქციური კომპლექსის (საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული და სასტუმრო) შენობა-ნაგებობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2017 წლის 1 ნოემბრის №3653964 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და განმარტავს, რომ სამსახურის მიერ გაცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, სარეზოლუციო ნაწილში უნდა დაემატოს პუნქტი, რომელშიც დაფიქსირებული იქნება დამკვეთის შემდეგი ვალდებულება (პირობა): ნებართვის გაცემიდან 6 თვის ვადაში წარმოადგინოს სამეზობლო საზღვარზე შენობის განთავსების წესების შესაბამისად N01.14.07.008.135 და N01.14.07.008.035 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - სახელმწიფოს თანხმობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სამსახურმა გამოიკვლია 2017 წლის 15 ნოემბრის №AR1558126 განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა, შეადარა 2017 წლის 1 ნოემბრის №3653964 ბრძანებით შეთანხმებულ დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ვალდებულება (პირობა) გათვალისწინებული იყო ელგუჯა მხეიძის 2017 წლის 6 სექტემბრის განცხადებაში, რომლის საფუძველზეც სამსახურმა გამოსცა 2017 წლის 1 ნოემბრის №3653964 ბრძანება. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 ნოემბრის №3653964 ბრძანებაში, კერძოდ ამავე ბრძანებას სარეზოლუციო ნაწილში დაემატოს მე-5 და მე-6 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. დაევალოს დამკვეთს, წინამდებარე ბრძანების გამოცემიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარმოადგინოს N 01.14.07.008.135 და N 01.14.07.008.035 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - სახელმწიფოს თანხმობა, სამეზობლო საზღვარზე პროექტით გათვალისწინებული ღიობებისა და ღია ნაწილების მოწყობასთან დაკავშირებით. 6. ბრძანების მე-5 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2017 წლის 1 ნოემბრის №3653964 ბრძანება ჩაითვალოს ძალადაკარგულად“. 2. სამსახურის 2017 წლის 1 ნოემბრის №3653964 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 ნოემბრის №3653964 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 November 2017Decision3685196 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal